ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:55 - ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სარეპეტიციო დარბაზი)
ლაშა ბუღაძე, მიშელ დიდიმი, სერჟ კოჰენი, მარი დილასე, კონსტანტინ კუსპერტი,ფრედერიკ სონტაგი

დადგი შენი ქალაქი

რეჟისორი მიშელ დიდიმი
აპლიკაციის დიზაინი, სცენოგრაფია, მედია და ციფრული ტექნოლოგიები: ქრის ზიგლერი
ხმის დიზაინი: დეიმონ ლი
სამხატვრო კოლაბორაცია: დიდიე ბილონი, იან გერიკი, ბერნდ ლინტერმანი, ლაშა კვანტალიანი
აპლიკაციის დეველოპერი : უანდიო დეველოპმენტ ჯგუფი
ციფრული დრამატურგია: იან ლინდერსი, ბრუნო კოენი, ნუცა ბურჯანაძე, სარა შტურენბერგი
ტექნიკური კოორდინატორი: დათა დვალიშვილი
შემოქმედებითი პარტნიორი: ZKM / ხელოვნების და და მედიის ცენტრი, კარლსრუე

 

 

დადგი შენი ქალაქი პარტნიორი თეატრების პროექტია ნენსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრის, Théâtre de la Manufacture ( საფრანგეთი), ბადენის სახელმწიფო თეატრის, კარლსრუე (გერმანია) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის (საქართველო). პროექტი ევროპული თეატრალური კონვენციის კო-პროდუქციაა და ხორციელდება ევროპული თეატრალური ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიებს. ევროპის თეატრალური ლაბორატორია ევრო-გაერთიანების შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ არის თანადაფინანსებული.

 

დადგი შენი ქალაქი ორ ტრენდის შერწყმაა, ერთის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების და მეორეს მხრივ, მონაწილეობითი თეატრის. იგი იყენებს გაძლიერებულ (AR), შერეულ და ვირტუალურ რეალობას, 360 °-ანი ვიდეოს, თამაშების ელემენტებს და მოიცავს ქალაქის ტურს, სადაც მონაწილეებს მეგზურობას აპლიკაცია უწევს. მონაწილეობითი მიდგომა აუდიტორიას აძლევს საშუალებას ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და თვითონაც იპოვოს გზა ამ მომავლის დისტოპიური ზღაპრიდან, სადაც ქალაქს ხელოვნური ინტელექტის ზიგმაგორას ბატონობა ემუქრება. მონაწილეები ინტერაქტიულად იკვლევენ თავიანთ ქალაქს და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებენ, როგორებიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, იდენტობა და სიყვარული.

ზიგმაგორა გიხმობს

წელი 2018  – ინტერნეტი, მობილური ტელეფონები, გეოლოკალიზაცია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები თითოეული ჩვენგანისათვის ურთიერთობის ახლებურ ჩვევებს აყალიბებს და ჩვენს ხელში მუდმივად ახლებურ გამოყენებას პოვებს. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამ ცვლილებების მოწმე. მსოფლიოში მიმდინარე არარეგულირებული პროცესები (ეკონომიკური კრიზისები, კლიმატის ცვლა, მიგრაცია, ომები) ბიძგს აძლევს  ინდუსტრიალიზაციის ახალი სტადიის ჩამოყალიბებას, რაც ადამიანური საქმიანობის მასალის და სიმბოლური საქონლის კოდირებას გულისხმობს. ახლებურ მონაცემთა ეკონომიკა ინფორმატიკის გიგანტების მიერ არის მართული და  ელდორადოსავით ზღვა შესაძლებლობებს გვპირდება.

 

წელი 2052 – ოთხი ექსპერტი მომავლიდან კაცობრიობის მომავლის ამბავს გვიყვება. ისინი ხატავენ სურათს სადაც ყველაფერი სიმშვიდეს მოუცავს და სრულად კონტროლებადია. ადამიანთა საქმიანობას ეფექტურად მართავს ხელოვნური ინტელექტი და ხალხის მშვიდ და მოწესრიგებულ ცხოვრებაზე ალგორითმული რაციონალურობა ზრუნავს. (უფრო მეტიც, ყველას ერთი და იგივე ისტორიულ ჭეშმარიტებებზე ესაუბრებიან).

ამ დისტოპიურ სამყაროს აღარაფერი შერჩენია ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის, მონაცემთა დაგროვებისა და არაჩვეულებრივად უსაფრთხო და კონტროლებადი ქალაქის მიღმა. ადამიანებს აღარ შერჩათ გრძნობები, სიყვარულიც აღარსადაა. ზიგმაგორა ამ უემოციო სამყაროს მოწმე გამხდარა. იგი ამ ქალაქში იმ დროს ბრუნდება როდესაც ეს ყოველივე დაიწყო. ბრუნდება იმის გადასარჩენად რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. იგი თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან მისიას გაანდობს. ეს მისია ამ ქალაქში დაკარგული ემოციების აღმოჩენა და ძმობისა და ერთგულების, თანასწორობისა და თანაგრძნობის კვალის გაყოლაა.

ამ მისიის შესასრულებლად ქალაქში სახეტიალოდ გვიხმობენ. ეს მოგზაურობა დილემებითაა სავსე, რადგან ემოცია და გრძნობები ჩვენს არჩევანთანაა გადაჯაჭვული არჩევანთან, რომელსაც ადამიანებთან, ნივთებთან და ადგილებთან დაკავშირებით ვაკეთებთ. შევძლებთ კი ზიგმაგორას სამყაროს შეცვლას? და თუ შევძლებთ, რაგვარად?

ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა შედგება ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში
ხანგრძლივობა: 90 წუთი