ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - პარასკევი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ნიკოლოზ გოგოლი

შინელი

რეჟისორი  ნიკოლოზ საბაშვილი
სცენოგრაფია  ბარბარა ასლამაზიშვილის
მუსიკალური გაფორმება  თამაზ იმნაძის
რეჟისორის თანაშემწე   თამარ მედოევა

 

მონაწილეობენ:

მალხაზ გაბუნია, მანანა წიკლაური, თეა კიწმარიშვილი, ნათია შეშაბერიძე, მაია მალხაზიშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, ნინო ნატროშვილი, მარიკა ძაგნიძე-ბიჭიაშვილი, მაია სულხანიშვილი, თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, ნათია ხმიადაშვილი, ნინო პაპიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ირინე კუკულაძე, დავით ბეკოშვილი, რომან ქერქაძე, დავით ბერიძე

 

სპექტაკლის  შესახებ:

გოგოლის ცნობილი ნაწარმოების თანამედროვე ქართული თეატრალური ინტერპრეტაცია... ახალი მხატვრული კონცეფცია და თოჯინებით გაცოცხლებული კლასიკური პერსონაჟები.   რეჟისორი არ ერიდება ავტორისეულ ლიტერატურულ პირველწყაროში  აქტიურ  ჩარევას, რაც ტექსტის მინიმუმადე დაყვანას გულისხმობს და ძირითადი აქცენტი ქმედით, გამომსახველობით საშუალებებზეა გადატანილი. ვხვდებით პერსონაჟებს გოგოლის სხვა  ნაწარმოებებიდანაც  (,,ცხვირი“ , ,,შეშლილის წერილები“) . მიზანსცენათა მონაცვლეობა ავტორისეული თხრობის ლოგიკას მიყვება. მხატვრული გაფორმების  თვალსაზრისით, მინიმალური თეატრალური პირობითობის ფონზე, მთელი წარმოდგენა ზედმიწევნით რეალისტურ-მხატვრული ფორმითაა გადაწყვეტილი. მოქმედ პირთა უმრავლესობა თოჯინების სახით არიან წარმოდგენილნი, თუმცა სპექტაკლში ვხვდებით რეალურ, ,,ცოცხალ“  პერსონაჟებსაც. მთელი წარმოდგენა ექსპერიმენტული ხასიათისაა, რაც, უპირველესად, თოჯინების მხატვრული აგებულების ტრადიციული სტილის რღვევაში გამოიხატება. კონკრეტული დეტალებისა და საგნების ერთობლიობით იქმნება პერსონაჟი, რაც თითეული მსახიობისაგან განსაკუთრებულ ძალისხმევასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.


პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.
ხანგრძლივობა: 80 წუთი, ერთი შესვენებით
საგასტროლოჯგუფი: 20 ადამიანი

თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც  საქართველოს სახალხო არტისტმა –  გიორგი მიქელაძემ გადაწყვიტა  შემოეკრიბა თანამოაზრეები და ამ მნიშვნელოვან საქმეს შესჭიდებოდა.

დღეს თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლი რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, დირექტორი –  თემურ ბადრიაშვილი.

ბოლო  ხუთი წლის განმავლობაში თეატრი საკუთარი შენობის გარეშე ფუნქციონირებდა. ახლა ეს საკითხი მოგვარების ეტაპზეა და სულ მალე მაყურებელს განახლებულ შენობაში ვუმასპინძლებთ.

მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, თოჯინების თეატრი  წელიწადში საშუალოდ, 5-7 პრემიერას სთავაზობს მაყურებელს. ბოლოდროინდელი სპექტაკლებია:  „პინოქიო“, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, „წითელქუდა“, „იავნანამ რა ჰქმნა?!“

ბოლო პერიოდში ვსტუმრობდით სომხეთს, ყაზახეთს, ასევე,  ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის გაიმართა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“

დღეისათვის თოჯინების თეატრი ჩართულია მნიშვნელოვან პროექტში – შშმ პირების დასაქმება თეატრში. ამასთან დაკავშირებით თბილისის თოჯინების თეატრი საქმიანი ვიზიტით ეწვია ლონდონის ჩიქენშედის თეატრს, რომელიც მორგებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონდე ადამიანებზე. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის თოჯინების თეატრისა და ჩიქენშედს შორის თანამშრომლობის საკითხი. ამიტომაც თოჯინების თეატრის ახალი შენობა მთლიანად იქნება მორგებული შშმ პირებზე და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და ჩართული იყვნენ თეატრის ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: ელენე მაცხონაშვილი
თეატრის მმართველი: თეიმურაზ ბადრიაშვილი
საკონტაქტო პირი: თათია კვალიაშვილი
ტელ:+995599 33 87 36; +995 2 95 26 71;
E-mail: tatiakvaliashvili@gmail.com;