ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სარეპეტიციო დარბაზი)
ალექს ჩიღვინაძე

მიწა თავისას მოითხოვს

რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე
სცენოგრაფი ავთანდილ მოდებაძე
ქორეოგრაფი  ლანა ყავრელიშვილი      
კომპოზიტორი ლუკა ნაკაშიძე

 

მონაწილეობენ:

ანა ვასაძე, ნატალია გაბისონია, ანა მახარაძე, იოსებ ხვედელიძე, თეიმურაზ რეხვიაშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს დღემდე სწამთ ძველი, მითიური პერსონაჟების არსებობის. ზოგიერთ სოფელში დღემდე ინახავენ სკივრს, სადაც ჭინკა (მითიური პერსონაჟი) დაუმწყვდევია მათ წინაპარს. მთის სოფლებში გაჩვენებენ კლდეს, რომლის ფორმაც მითიურ პერსონაჟს ლახტით გამოუკვეთავს და ტბას, რომლის ზედაპირზე ამოსულმა ბრმა დევის სისხლის ბადემ გმირი დაატყვევა.

ეს სპექტაკლი ზღაპრისა და დოკუმენტური თეატრის ნაზავია, სადაც რეალობა უკავშირდება ზღაპარში სტრუქტურალისტების გამოყოფილ ფუნქციებს.  სპექტაკლში თანამედროვეობაც მითიურ ჭრილშია განხილული ჯადონსურ სარკეში ბოროტი დედოფალიც პოზირებს და  სტრიპტიზიორიც პროვინციული ქალაქიდან.

სპექტაკლის პერსონაჟები გამუდმებით იცვლიან სახეს. ისინი იძენენ როგორც ერთი, ისე რამდენიმე პერსონაჟის მნიშვნელობას. ქორო ხდება ობოლი გოგო, მეფე  მეპურე, ქალაქი კი  გველეშაპი.

მოქმედი პირების ცნობიერების ნაკადი და ასოციაციები ხან ხიდია ისტორიების დასაკავშირებლად და ხანაც გზაჯვარედინი, სადაც გმირები დგანან და ვერ გადაუწყვეტიათ საით წავიდნენ.

პიესაში გამოყენებულია საუკუნის წინ შეგროვებული და ჩაწერილი უძველესი ქართული ზღაპრები: „მიწა თავისას მოითხოვს“, „დედოფალი, გველი რომ გაუჩნდა“ და „დღისით მკვდარი”.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
ავთანდილ დიასამიძე
ტელ: (+995) 597039750
E-mail: avtik123@gmail.com