ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - პარასკევი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: ბერი გაბრიელ სალოსის 1-ლი შესახვევი #2 (ყოფილი ელექტრო ქარხანა)
მიხეილ ჩარკვიანი

პასპორტი

რეჟისორი  მიხეილ ჩარკვიანი
სცენოგრაფია  ანა გურგენიძის
კომპოზიტორი  ერეკლე გეწაძე

მონაწილეობენ:
ერეკლე გეწაძე, გიგა დათიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, გიგი რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, ბიჭკა ჭეიშვილი

 

სპექტაკლის  შესახებ:

საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველ გვერდზე ვკითხულობთ: „პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას. პასპორტი 48 გვერდიანია.“
საქართველოს ტერიტორიის  25  პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება სრულიად გაუსაძლისია. „მეზობლები“ ყოველდღიურად იტაცებენ მწყემსებს და გამოსასყიდს სთხოვენ ოჯახებს. საზღვართან, სათვალთვალო კამერების წინ  კლავენ ახალგაზრდა მამაკაცს და ტელევიზიებით გადმოსცემენ. საზღვრიდან იტაცებენ მამაკაცს, რომელიც თითქოს დივერსიის მოწყობას აპირებს, შემდეგ იგი შემთხვევით პოლიციის განყოფილების კიბეებზე გორდება და კვდება. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობაა. მამაკაცს 26 დღე არ აბრუნებენ სამშობლოში. ოჯახი გვამს ელოდება. როგორც კი ცხედარს  გადმოსცემენ, მოკლულის დედა დაღუპული შვილის  ჯიბიდან პასპორტს ამოიღებს, 48 გვერდიან  პასპორტს, რომელიც საქართველოს საკუთრებაა, შემდეგ მთელ ქვეყანას თავისი შვილის ნატანჯ ხელებს აჩვენებს.

„პასპორტი“ „ღია სივრცის" ახალი დოკუმენტური სპექტაკლია, მისი ტექსტი მთლიანად ეფუძნება  კონფლიქტურ რეგიონში მოპოვებულ პირად  ინტერვიუებს.
 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი

 

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. კომპანიის მიერ შემუშავებული პროგრამა აერთიანებს ახლგაზრდა ქართველ და უცხოელ არტისტებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს, არის ინტერდისციპლინარული და  იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგებში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას.

„ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური  მეთოდებით იმუშაონ  ალტერნატიულ სივრცეში. 

შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. სპექტაკლები: „შიმშილის ღმერთი“ „წუხილი“, პერფორმანსები: „შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი“ და ანდრო დადიანის „უფრო სქელი კანი“ სწორედ იმ პრობლემებზე ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ყველაზე მძაფრად დგას (სიღატაკე, უსახლკარობა, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფა, ჰომოფობია, სხვადასხვა სახის ძალადობა). ჯგუფი გვიჩვენებს ადამიანების ცხოვრებას  ამ პრობლემათა ფონზე.       

„ღია  სივრცემ“ არსებობიდან 2 წლის განმავლობაში შეიძინა საკუთარი მაყურებელი და დაიკავა ადგილი კულტურულ პროცესებში, როგორც აქტივისტურმა დაჯგუფებამ, რომლისთვისაც თეატრი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის იარაღია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელები: მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე
თეატრის მმართველი: ანა გურგენიძე
საკონტაქტო პირი: ანა გურგენიძე
ტელ: +995 551 400 403
E-mail: openspaceea@gmail.com
https://www.facebook.com/osoea/