ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - სამშაბათი, 25 სექტემბერი
მდებარეობა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
ბერტოლდ ბრეხტი

დედა კურაჟი და მისი შვილები

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
სცენოგრაფია თეო კუხიანიძის
ქორეოგრაფი თიკო ქოიავა
მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელი გიორგი ხოსიტაშვილი
რეჟისორის  თანაშემწე სოფო ორჯონიკიძე

მონაწილეობენ:

ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე, პაატა ბარათაშვილი, მახო აბულაძე, გუგა კახიანი, გია აბესალაშვილი,ბექა ჯუმუტია, თემო გვალია, ეკა ანდრონიკაშვილი, ანა-მარია გურგენიშვილი,  გაგი შენგელია,  ილია ჭეიშვილი, ირაკლი კერესელიძე

აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

 

სპექტაკლის  შესახებ:

„დედა კურაჟი და მისი შვილები“ პიესა ომის საშინელებებზე. ბერტოლტ ბრეხტი  პიესაში ასახავს კაცობრიობის ისტორიის განზოგადებულ ბოროტებას - ომს, (ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაშიც გვაქვს ეს გამოცდილება!)იმ უბრალო ადამიანების თვალით დანახულს, რომელთა ცხოვრება  რადიკალურად იცვლება, რადგან ომი მუდამ სავსეა  სისასტიკით, მოულოდნელობით, გმირული საქციელით და უაზრო სიკვდილით.

მთავარი გმირი, დედა კურაჟი, გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. იგი ომის ჯუნგლებში ბილიკის გაკვალვას ცდილობს. ამ რთულ გზაზე, სოციალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის  მქონე დებულებები  მისთვის სიმყარეს კარგავს.ის არის დედა, რომელიც იგემებს სიმწარეს, მაგრამ არასოდეს ჩავარდება უიმედობაში. საინტერესო მიდგომაა ომისადმი.

ბრეხტის ეპიკური თეატრი,  ეპიკური დრამა არის ეპიზოდების ერთობლიობა, გათამაშებული „გაუცხოების ეფექტით“,  რომელიც მაყურებლისაგან  გონისმიერ განსჯას ელოდება.

ამ ხერხის გამოყენებით დადგმული  სპექტაკლი ჩაითრევს მაყურებელს მოქმედებაში.  თეატრი ხომ ის ადგილია, სადაც მსახიობი ცოცხალი შესრულებით ერთადერთ და განუმეორებელ განცდას ქმნის.მობრძანდით, „ომის მუზეუმში“

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.
ხანგრძლივობა: 100 წუთი, შესვენებისგარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 25ადამიანი

 

ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში.

. თუმანიშვილი

1975 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე  შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა  თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვი  კი „თუმანიშვილის სკოლის“  მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები.

„ჩვენს სცენას არა აქვს კულისები, არა აქვს ფარდა, როგორც ეს თეატრ „გლობუსში“ იყო. ავდივართ ცარიელ ფიცარნაგზე, როგორც ეშაფოტზე. ვიწვით, ვცდილობთ ვიკაშკაშოთ და ბოლომდე დავიწვათ.“ (მიხეილ თუმანიშვილი, 1994 წ. ლონდონი, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი)

თეატრის რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო ბევრი გასტროლი, საერთაშორისო ფესტივალები და დიდი წარმატება. რაც მთავარია,  ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყუებელს.

1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა. დღეს „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ.              

ძველ თაობასთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა  დგას სცენაზე.   ყველანი ერთად ცდილობენ  ასახონ თანამედროვეობა, გულწრფელად, საინტერესოდ ისაუბრონ მაყურებელთან.  რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩევით ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“,  რათა ახალგაზრდები ეზიარონ ძველ გამოცდილებას, იგრძნონ ატმოსფერო.

აფიშა მრავალფეროვანია და საინტერესო. სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები და მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით.  მიხეილ მარმარინოსმა დადგა „მედეა-მასალა“, „ეროვნული ჰიმნი“ , „რომეო და ჯულიეტა“ , ჰილარი ვუდმა - „კაბა“, „კამინო რეალი“, „ჭირვეულის მორჯულება“. გაი მასტერსონის „ცხოველების ფერმამ“ კი ნამდვილი ფურორი მოახდინა ედინბურგის ფესტივალზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია 2016 წელს დადგმული ზურაბ გეწაძისეული შექსპირის „მეფე ლირი“ (ზურაბ ყიფშიძე  მეფე ლირის როლში), რომელიც მაყურებლის უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად იქცა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი  სიხარულიძე
საკონტაქტო პირი: ზურაბ გეწაძე 
ტელ: +995 599 550 912
E-mail : info@tumanishvilitheatre.ge
zuragets@yahoo.com

web: www.tumanishvilitheatre.ge