ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
მდებარეობა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
ნინო სადღობელაშვილი

ედიტ პიაფი

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
მხატვარი თეო კუხიანიძე
მუსიკალური გაფორმება ნინო სიხარულიძის
რეჟისორის თანაშემწე ზვიად მურვანიძე

მონაწილეობენ:

მაია ცეცხლაძე, აბელ სოსელია (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი), ტიტე კომახიძე, კახა კობალაძე, ქეთი ეგუტიძე, ზაალ გოგუაძე, დათო ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე

სპექტაკლის შესახებ:

ნინო სადღობელაშვილის პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ  დღეებზე მოგვითხრობს. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბრად ირეკლავს   ლანდებსა და რეალურ ადამიანებს.   სპექტაკლი მის  ბიოგრაფიაზე, ბედსა და ცხოვრებაზე  გვიამბობს.

 

პრემიერის  თარიღი:  15.10.2017
ხანგრძლივობა: 100 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 25 ადამიანი

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრია აჭარაში. თეატრის შენობა, რომელიც  ბათუმის ცენტრში მდებარეობს, 1952 წელს გაიხსნა. იგი დღემდე ითვლება ქალაქისა და რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი ანდრო ენუქიძე. რეპერტუარი ჟანრობრივად მრავალფეროვანია:  კომედია, ტრაგედია, ფანტასმაგორია, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სპექტაკლები და პერფორმანსები.

თეატრი 521 მაყურებელზეა გათვლილი. ამჟამად იქ აღდგენითი სამუშაოები (2015 -2017) მიმდინარეობს. თეატრალური დასი აგრძელებს მუშაობას და წარმოდგენებს  მართავს „ახალ სცენაზე", 85 ადგილიან დარბაზში. ამ პერიოდში თეატრალური დასი აქტიურად დადის საგასტროლო ტურებზე. ახალი თეატრი მდებარეობს მისამართზე: ბათუმი 6000, მელაშვილის ქ № 32.

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრო ენუქიძე
საკონტაქტო პირი:ანდრო ენუქიძე
ტელ: (+995) 555 366 399 ; (+995) 577 98 08 58
E-mail: batumidramatheatre@gmail.com / gabaidzemikheil@gmail.com