ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:30 - შაბათი, 29 სექტემბერი
მდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი
ლარს ნურენი

დემონები

რეჟისორი მიხეილ  ჩარკვიანი
სცენოგრაფია ქეთევან ნადიბაიძის
კომპოზიტორი ერეკლე გეწაძე

 

მონაწილეობენ:

ნატო კახიძე, თორნიკე გოგრიჭიანი, ქეთევან  შათირიშვილი, კახა კინწურაშვილი

 

სპექტაკლისშესახებ:

ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი  მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი  საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემენ.

 

პრემიერის  თარიღი:  24.03.2018
ხანგრძლივობა: 110 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 13  ადამიანი

 

სამეფო უბნის თეატრი 1997 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრი იყო იმ დროის საქართველოში. მის სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური ინიციატივა განხორციელდა.

ამჟამად თეატრის დასი  ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, ამაზე ნათლად  მეტყველებს ქართველ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები  და თეატრის  საერთაშორისო საგასტროლო რეზიუმე.

სამეფო უბნის თეატრის მთავარი  პრინციპი ახლის ძიებაა.  იგი მაყურებელს სთავაზობს საქართველოში  ჯერ არ დადგმულ დრამატურგიულ მასალას. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს საინტერესო, ახალი ხედვის მქონე ახალგაზრდები და შემოქმედებითად წაახალისოს ისინი.

ჯეროვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას და ამიტომ თეატრის რეპერტუარში ყოველთვის დიდი ადგილი უკავია ჩვენს მწერალთა შემოქმედებას.  

სამეფო უბნის თეატრი ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2014 წლიდან გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და დრამატურგები პროფესიულ განათლებას იღებენ.  ამავე ინიციატივის ნაწილია თეატრის მიერ წამოწყებული საგამომცემლო საქმიანობა, რომელის მიზანია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ლიტერატურისა და დრამატურგიის ქართულ ენაზე გამოცემა.

თეატრის საერთაშორისო აქტივობები მოიცავს ერთობლივ ვორკშოპებსა თუ ლექცია-სემინარებს, გაცვლით ინიციატივებს ევროპელ პარტნიორებთან.

თეატრის საერთაშორისო საგასტროლო რუკა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაფართოვდა. სამეფო უბნის თეატრმა თავისი სპექტაკლები წარმოადგინა  ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და საფრანგეთის ქალაქებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: მერაბ თავაძე
საკონტაქტო პირი: დავით გაბუნია
ტელ: 032 2996171 (+995)  595 424261
E-mail: dgabunia@yahoo.com
info@rdt.ge
www.rdt.ge

მიხეილ ჩარკვიანი

მიხეილ ჩარკვიანი _ თეატრის რეჟისორი. „ღია სივრცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი. 

მუშაობს, როგორც თეატრის რეჟისორი და თეტრის მხატვარი. სამჯერ მიღებული აქვს ჯილდო „წლის საუკეთესო რეჟისორი საქართველოში“.