ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - შაბათი, 29 სექტემბერი
მდებარეობა: თავისუფალი თეატრი
ჟან პოლ სარტრის იდეის მიხედვით

ალტონელი განდეგილები

რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი
სცენოგრაფია თეო კუხიანიძის
მუსიკალური გაფორმება  გიორგი ჯიქიასი
რეჟისორის თანაშემწე  ნინო უჩანეიშვილი

 

მონაწილეობენ:
სლავა ნათენაძე,  გიორგი ზანგური, ნატალია ყულოშვილი, ნუცა სულაბერიძე, გიორგი ჯიქია

 

სპექტაკლის  შესახებ:
სპექტაკლის მიზანია გამოიკვლიოს ადამიანის ეგზისტენციალური მდგომარეობა ომის შემდეგ. რა კვალს ტოვებს ომი, როგორც მემკვიდრეობა და მემკვიდრეობა, როგორც ძალადობა.  საკუთარი თავის და პირადი „მე“-ს გააზრება ომის შემდეგ. რა კომპლექსებს ტოვებს ომი და როგორ აისახება ის ადამიანებში. ომი ოჯახსა და ურთიერთობებში -  ცივი ომი. თვითგადარჩენის ინსტიქტი  განადგურებამდე.  ცოდვა, როგორც ახალი ცოდნის შემოსვლა ადამიანში და ამ ცოდნის შედეგად საკუთარი თავის განადგურება.  წარსულის და მემკვიდერობის ეგზისტენციალურ გააზრებას,  ტრაციად ქცეულ დოგმებს და კომპლექსებად ჩამოყალიბებულ უნარებს ადამიანები მიყავს თვითგანადგურებამდე.   ომი - თვითგანადგურებაა.

 

პრემიერის თარიღი:  19.04.2018
ხანგრძლივობა: 180 წუთი, ორი შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი: 14 ადამიანი

მე ვხსნი კიდევ ერთ თეატრს, რომლის დევიზი იქნება „სჯობს ცოტა, ოღონდ კარგი!“ ეს იქნება „თავისუფალი თეატრი“ თავისუფალი მაყურებლისათვის, სადაც გზა მხოლოდ ნიჭიერ შემოქმედებს მიეცემათ.

                                                           ავთო ვარსიმაშვილი. 2001 წ. 31 მარტი

„თავისუფალი თეატრი“ გაიხსნა 2001 წლის 31 დეკემბერს.  თეატრი მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით და მუდმივად ასაქმებს 50-მდე მსახიობს. საზოგადოება უკვე იცნობს „თავისუფალი თეატრის“ სახეებს. 

თეატრი კერძოა და ეკუთვნის რეჟისორ  ავთო ვარსიმაშვილს.

„თავისუფალი თეატრი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული თეატრია, აქ  ბილეთები ორი-სამი კვირით ადრე იყიდება.
„თავისუფალმა თეატრმა“  სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში, ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს  კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონში.
მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია „თავისუფალი  თეატრის“   საგასტროლო-საფესტივალო რუკა.  რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც „თავისუფალმა თეატრმა“ წარმოადგინა თავისი სპექტაკლები და ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო.
მიუხედავად  რეჟისორული მრავალფეროვნებისა,  „თავისუფალი თეატრი“  პირველივე სპექტაკლებიდან ჩამოყალიბდა,  როგორც  სოციალუ -პოლიტიკური თეატრი. სწორედ ამიტომაც „თავისუფალი თეატრი“ არის „თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს“.

სამხატვრო ხელმძღვანელი  -  ავთანდილ ვარსიმაშვილი
საკონტაქტო პირი: თორნიკე ღლონტი (თეატრის დირექტორი)
ტელ: 032 2 98 58 21  (+995)  591 93 99 56
E-mail: tornke77@gmail.com
www.theatre.ge
 

ივანე ხუციშვილი

ივანე ხუციშვილმა 2001 წელს  დაამთავრა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების   სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 2011 წელს - დრამის რეჟისურა, მაგისტრატურა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში სწავლობს დოქტორანტურაზე; 2017 წელს - თემურ ჩხეიძის სახელოსნო, თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი. 2007 წლიდან მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, ასისტენტ-პედაგოგად, სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფებთან, ამავე უნივერსიტეტში 2016-17 წლებში დაიკავა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2016 წლიდან მუშაობს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისორო ჯგუფების ხელმძღვანელად. 2017 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრამის რეჟისურის მიმართულებით და თეატრალური ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან მუშაობს თავისუფალ თეატრში დამდგმელ რეჟისორად. ამავე თეატრში დადგა თავისი სამაგისტრო ნამუშევარი ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლი“

მისი სპექტაკლები აღნიშნულია სხვადასხვა ჯილდოებით; ”საუკეთესო რეჟისურა 2015”  სპექტაკლისთვის ”რად როს შექსპირია” (ალბერტ რამსდელ გენრი).  ”საუკეთესო რეჟისურა 2014”  და ”საუკეთესო სპექტაკლი 2014”  სპექტაკლისთვის ”მაკბეტი” (უილიამ შექსპირი).  ”საუკეთესო სპექტაკლი 2011-2013” სპექტაკლისთვის ”საძაღლე” (ნინო სადღობელშვილი, ჰეტი ნეილორი).