ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:30 - პარასკევი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
მოლიერი

ტარტიუფი

რეჟისორი   დავით დოიაშვილი
სცენოგრაფია  დავით დოიაშვილის
კოსტიუმების მხატვარი  ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი კონსტანტინე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე  ნინო ჭავჭავაძე

მონაწილეობენ:

ნინო გომართელი, ტატო ჩახუნაშვილი, ეკა  დემეტრაძე, ჯეჯი სხირტლაძე, ანა წერეთელი , შაკო მირიანაშვილი , გიგი ქარსელაძე , გიორგი ბახუტაშვილი , ნატა ბერეჟიანი

 

სპექტაკლისშესახებ:

17-ე  საუკუნის საფრანგეთი თუ 21-ე  საუკუნის საქართველო?!
ეკლესიის მოძღვარი თუ ოჯახის ფსიქოლოგი?!
ფორმალური მეფე თუ არაფორმალური მმართველი?!
აღსარება თუ ქვეცნობიერი?!
ეს ყველაფერი ერთი  ხდება, როცა კარს უღებ ერთს და ეს ერთი –  ტარტიუფია!
ტარტიუფი, რომელიც შვილივით უყვარს დედაშენს!  შენ ბედნიერი ხარ!
ტარტიუფი, რომელიც მეგობრის სტატუსით გართმევს  ცოლს, შვილს!  შენ უფრო ბედნიერი ხარ!
ტარტიუფი, რომელიც ერთგულების სახელით გღალატობს!  შენი სევბედნიერი ხარ!
ტარტიუფი, რომელიც მფლობელის სტატუსით გართმევს ყველაფერს!
შენ ფხიზლდები და ამბობ, რომ ბრმა იყავი!
და  მეც – ტარტიუფს, მაინტერესებს, სინამდვილეში ბრმა იყავი თუ ბედნიერი?!
იქნებ შენ ხარ ტარტიუფი და  მე – შენ?!
იქნებ ყველა  ტარტიუფია – დედაშენი, შენი ცოლი, შვილები, შენი სიძე, მეფე – ირგვლივ  ყველა?!
და თუ ყველა ტარტიუფია, მაშინ ვინ არის ის – ნამდვილი ტარტიუფი?!
ჰო, მართალი ხარ! ის  მოლიერის ტარტიუფია –  ჩვენი წინაპარი!

 

პრემიერის თარიღი:  05.05.2018
ხანგრძლივობა: 170 წუთი, ერთი შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი: 15 ადამიანი

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.
2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა, ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა,   რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები. ეს არის თეატრი,რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის  დავით დოიაშვილის შემოქმედებასა და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს  შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები.
დღეს თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება  თეატრის მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფო ლილუაშვილი
ტელ: (+995) 595411511
E-mail: sofia@musictheatre.ge
sofialiluashvili@gmail.com

www.musictheatre.ge

დავით დოიაშვილი

თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული  და  ინოვატორი  რეჟისორი დავით  დოიაშვილი დაიბადა  1971 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში. 

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის სარეჟისორო ფაკულტეტის  დამთავრების შემდეგ  სტაჟირება გაიარა  მილანის პიკოლო  თეატრო-ში  ჯორჯო სტრელერთან.

1998 წელს გახდა  კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის  მთავარი რეჟისორი.
მარჯანიშვილის თეატრში დავით დოიაშვილის დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ,,მეფე ლირი“ (უ. შექსპირი) ,,სალომე“ (ო. უაილდი), ,,სამი და“ (ა. ჩეხოვი) და სხვა.
 
2004 წლიდან დავით დოიაშვილი  სათავეში უდგება თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრს, რომელიც სულ მალე ქართული თეატრის ახალი პროგრესული იდეების ლაბორატორიად  იქცა.  ამ თეატრში  მის მიერ დადგმულმა საუკეთესო სპექტაკლებმა ,,მაკბეთი“ (უ. შექსპირი), ,,(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი“ (უ. შექსპირი), ,,სირანო დე ბერჟერაკი“ (ე. როსტანი),  ,,ქალაქი ალყაში“ (ა. კამიუ), ,,სახლი საზღვარზე“ (ს. მროჟეკი), ,,გაყრა“ (გ. ერისთავი), ,,ცხოვრება იდიოტისა“ (რ. აკუტაგავა), ,,ფსკერზე“ (მ. გორკი), ,,ბალიშის კაცუნა“ (მ. მაკდონა), ,,ტარტიუფი“ (მოლიერი) არა მარტო სხვადასხვა თაობის მაყურებლის  საყოველთაო ინტერესი და მოწონება  მოიპოვა, არამედ მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსებისა და პროდიუსერების  აღიარებაც დაიმსახურა. 
 
დავით დოიაშვილს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ თეატრალურ რეჟისორს, არაერთი წარმატებული დადგმა აქვს განხორცხიელებული სხვადასხვა ქვეყნების წამყვან თეატრებში: 
ა. მილერი „სეილემის პროცესი“ (ვესტ იორკშირის თეატრი), გ.დონიცეტი ,,ლუჩია დი ლამერმური" (მარინის თეატრი),  რ.აკუტაგავა "ცხოვრება იდიოტისა", უ. შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" (ხორვატიის ნაციონალური  თეატრი),  უ. შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი", ე.როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“  (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი),  უ. შექსპირი "მეფე ლირი",  ა.ჩეხოვი"ალუბლის ბაღი"  (ბუქარესტის ნაციონალური თეატრი) და სხვა.

დავით დოიაშვილის მთავარი მიზანია, რაც  შეიძლება სწარაფად მოხდეს ქართული თეატრის თანამედროვე ევროპულ თეატრებთან ინტეგრირება. მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე,  დავით დოიაშვილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ:
შოთა რუსთაველის პრემია (2013),  ბრწყინვალების ორდენის კავალერი (2012), ღირსების ორდენი (2003), სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეატი (1999), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1995)                                                                         


2017       თეატრალური პრემია ,,დურუჯი“ 
               საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი ,,ბალიშის კაცუნა“ 

2017      წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება    
              გრან  პრი ,,ბალიშის კაცუნა" 

2015      წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება   
              გრან პრი ,,ფსკერზე" 

2013      თეატრალური პრემია ,,დურუჯი”                                                                                                        
              საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი ,,(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“

2013      ბალკანეთის ქვეყნების წლის საუკეთესო სპექტაკლი  
              ,,ზაფხულის ღამის სიზმარი“  

2012       Fესტივალ იბეროამერიცანო დე თეატრო დე Bოგოტა  (კოლომბია) –                                                                 
               საუკეთესო სპექტაკლი   ,,მაკბეთი“ ;

2010        რიეკას  კამერული სპექტაკლების  საერთაშორისო ფესტივალი   
                საუკეთესო სპექტაკლი  ,,მაკბეთი“                                                                                                   
                საუკეთესო რეჟისორი  დავით დოიაშვილი ,,მაკბეთი“

2010       თეატრალური პრემია ,,დურუჯი“  
                საუკეთესო სპექტაკლი  ,,მაკბეთი“;

2000      ,,ოქროს ნიღაბი“ 
                გრან პრი  ,,ჯინსების თაობა“;