ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?
- რეჟისორი: ადრიან გიურგეა
- თეატრი:სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
- მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი - ედვარდ ოლბი
რეჟისორი - ადრიან გიურგეა
სცენოგრაფია - ლევან კვარაცხელია
კოსტიუმების მხატვარი - ლევან კვარაცხელია
ქორეოგრაფი - ქეთი ასათიანი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ადრიან გიურგეა
რეჟისორის თანაშემწე - მარიამ ჟამერაშვილი
ჟანრი ფსიქოლოგიური დრამა
მონაწილეობენ: გოგა პიპინაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გაგი შენგელია, ნუცა სულაბერიძე
პრემიერის თარიღი: 30/06/2026
ხანგრძლოვობა / შესვენება: 130 წთ - ორ მოქმედებად
სპექტაკლის შესახებ:
„ჩვენ დამახინჯებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. აქ, ამ ადგილას, თითოეული საკუთარ თავზე ზრუნავს.“ — ედვარდ ოლბი “ედვარდ ოლბის შედევრი თუმანიშვილის თეატრს უბრუნდება ადრიან გიურგეას დადგმით. ორი წყვილი, ერთი ხანგრძლივი ამერიკული ღამე და იმ ილუზიების ნელ-ნელა დაშლა, რომლებმაც მათ ზღურბლს გადმოაღწიეს. ცოლქმრულ ომს მიღმა, რომელიც ოლბიმ 1962 წელს, ჰოლოკოსტიდან ოცი წლის შემდეგ დაწერა, იმალება პიესა სისტემაზე, რომელიც წყვეტს, თუ რომელი ბავშვი იმსახურებს დაბადებას. ღამეს გადაურჩება არა გადასარჩენად გამოგონილი ქორწინება, არამედ ორი დაზიანებული ადამიანი - ცოცხალი და კვლავ შეყვარებული.”
„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ — ეს მიხეილ თუმანიშვილისეული ხედვა დღემდე განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სულისკვეთებას. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1975 წელს დაარსებული თეატრალური სახელოსნოს საფუძველზე, 1978 წელს შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი — უნიკალური სტუდიური სივრცე, რომლის ბირთვს მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტული ჯგუფის მსახიობები და რეჟისორები წარმოადგენდნენ. მიხეილ თუმანიშვილის — ქართული თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორისა და პედაგოგის — შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღემდე განსაზღვრავს თეატრის იდენტობას. 1996 წლიდან თეატრი მის სახელს ატარებს და აგრძელებს „თუმანიშვილის სკოლის“ ტრადიციას, აერთიანებს გამოცდილებასა და თანამედროვე თეატრალურ ძიებებს. დღეს თუმანიშვილის თეატრი არის სარეპერტუარო სახელმწიფო თეატრი მუდმივი დასით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ რეჟისორებთან, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ გაცვლით პროექტებში. თეატრის სცენა - ღია, ფარდისა და კულისების გარეშე - თავად მიხეილ თუმანიშვილის კონცეფციით შეიქმნა და დღემდე ინარჩუნებს თეატრის მთავარ ფასეულობას - მსახიობისა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირს.
სამხატვრო ხელმძღვანელი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
თეატრის დირექტორი - (ვანო) ხუციშვილი
საკონტაქტო პირი და პოზიცია - მაია ოდიშარია / პროექტების კურატორი
საკონტაქტო ინფორმაცია +995 591615223 / maia.odisharia@tumanishvilitheatre.ge / www.tumanishvilitheatre.ge