პირველი ნათება

  • რეჟისორები: ლუსი ბენეტი, ნადან პოენი
  • თეატრი:ბრიტანული ცეკვის კომპანია Stopgap & InForm — ინკლუზიური იდეების პლატფორმა
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ქორეოგრაფები, ვორქშოფის ლიდერები - ლუსი ბენეტი, ნადან პოენი, Stopgap Dance Company, დიდი ბრიტანეთი 

პერფორმანსის ფასილიტატორები - იაკობ გოგოტიშვილი, დავით ხორბალაძე, ეკა წილოსანი, InForm, საქართველო 

მუსიკა - ნადან პოენი

ფილმის რეჟისორები - პატრიკ ვენდტი, კოტე კალანდაძე

კრეატიული პროდიუსერი - მაკა ჩხაიძე

 

მონაწილეები :

მარიამ ლიპარტელიანი, ეკატერინე წილოსანი, ეკა დარსაველიძე, ანა ნიკოლაშვილი, თემურ არაბიძე, ქეთევან გიორგაძე, დარია დიუბოვიკი, ნინო მაღრაძე, ნინი მაჭავარიანი, შორენა ვაშაძე, თამარ ლებანიძე, ქეთი ზაზანაშვილი, ანანო ლარცულიანი, მიხეილ ქურდაძე, მარიამ ყაველაშვილი, ანა ყაველაშვილი, ლიზა ტეზნევა, თამარ ნავერიანი, გრიგორი მუზუროვი, თომა ომანაძე, ნინა ლებეშევა, მარიტა გოგიჩაიშვილი

ფოტო - გიორგი შენგელია

 

პროექტის შესახებ

განსხვავებული სხეულების, გამოცდილებისა და პერსპექტივების მქონე ადამიანები პირველად შეიკრიბნენ, რათა ერთად ემოძრავათ, ეკვლიათ, ერთმანეთს დაკავშირებოდნენ და ახალი შესაძლებლობები შეექმნათ. ეს, ერთი შეხედვით, შემთხვევითი შეხვედრა საერთო შემოქმედებით ექსპერიმენტად გარდაიქმნა.

სწორედ ამ ექსპერიმენტის გაზიარებაზე გიწვევთ, რომლის შედეგადაც შეიქმნაპირველი ნათება“ — მოკლე პერფორმანსი, რომელიც ინკლუზიური ცეკვის ოთხდღიანი ვორქშოფის ფარგლებში შეიქმნა. ვორქშოფი თბილისში, ბრიტანული ცეკვის კომპანიის Stopgap-ისა და InForm — ინკლუზიური იდეების პლატფორმის თანამშრომლობით ჩატარდა.

მონაწილეთა ნაწილი პირველად შეხვდა ერთმანეთს, ზოგიერთმა თავიდან აღმოაჩინა ერთმანეთი, ბევრისთვის კი ეს პირველი სასცენო გამოცდილება გახდა.

პირველ ნათებაზემუშაობა ერთგვარ მოდელად იქცა, თუ როგორი შეიძლება იყოს გახსნილი, ინკლუზიური საზოგადოება. ამ შემოქმედებით აღმოჩენებზე მოგვითხრობს მოკლე დოკუმენტური ფილმი „Bodies in Motion“. ფილმის ჩვენების შემდეგ კი გიწვევთ ერთად ვისაუბროთ ერთიანობა, მრავალფეროვნება, ინკლუზიაის მთავარი ღირებულებები, რასაც ჩვენი შემოქმედებითი პრაქტიკა ეფუძნება — როგორც გასცდეს სარეპეტიციო და სასცენო სივრცეებს და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს.

პროექტი შეიქმნა InForm — ინკლუზიური იდეების პლატფორმის (საქართველო) და ცეკვის კომპანიის Stopgap-ის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით.

პროექტი ხორციელედება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის “Connections Through Culture” და  Supporting  Act Foundation მხარდაჭერით.

 

1995 წელს, დიდ ბრიტანეთში დაარსებული Stopgap ცეკვის კომპანია დღეს ინკლუზიური ცეკვის ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. მათი საქმიანობა მოიცავს მაღალმხატვრული ინკლუზიური სპექტაკლების დადგმას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეების პროფესიული დასაქმების ხელშეწყობას, ინკლუზიური ქორეოგრაფიული მეთოდის განვითარებას, ინკლუზიური ცეკვის სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მენტორობას და ადვოკატირებას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში

https://www.stopgapdance.com/

 

InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა 2022 წლიდან მუშაობს საქართველოში ინკლუზიური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაზე და ხელს უწყობს შშმ ხელოვანების ჩართვას თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპური განვითარების პროფესიონალი და მოყვარული ხელოვანების მიერ შექმნილი ინკლუზიური წარმოდგენებით, ვორქშოფებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით, InForm განსაკუთრებულ საშემსრულებლო ენას ამკვირდებს ქართულ თანამედროვე სცენაზე

https://www.platforminform.com/

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მაკა ჩხაიძე

საკონტაქტო პირი - მაკა ჩხაიძე

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, იმეილი, საიტი)
555 300 903

Inform.maka@gmail.com

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved