ლებენსრაუმი

  • რეჟისორი: ჯაკობ აჰლბომი
  • თეატრი:ჯაკობ აჰლბომ კომპანი
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 4 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 5 ოქტომბერი - 20:00 სთ,

რეჟისორი: ჯაკობ აჰლბომი 
კომპოზიტორი: ალამო რეის ტრექი 
მხატვრობა: დოუვ ჰიბმა და ჯაკობ აჰლბომი 
ფოტოები: სანე პეპერი 
ქვეყანა: ნიდერლანდები 
ხანგრძლივობა: 60 წუთი 

მონაწილეობენ: ჯაკობ აჰლბომი, სილკე ჰუნდერმარკი, რეინერ შიმელი, ლეონარდ ლუსიერი, რალფ მულდერი.

სპექტაკლის შესახებ:
ორი მამაკაცი ერთ ძალიან პატარა ოთახში ცხოვრობს. მათ მარტივად გადაწყვიტეს სივრცის სიმცირის პრობლემა. მთელ ავეჯს რამდენიმე ფუნქცია აქვს: საწოლი პიანინოდ გადაიქცევა,  ხოლო წიგნების თარო მაცივარიცაა. სახლში ქალის არყოფნის კომპენსაციის მიზნით კი მექანიკური თოჯინა შექმნეს. თუმცა მალე ნათელი ხდება რომ მექანიკური ქალბატონი არ აპირებს მშვიდად აკეთოს დავალებები სახლისა და მამაკაცების მოვლის მიმართულებით -  მას საკუთარი აზრები უჩნდება. დაძაბულობა ჩნდება და  იზრდება და პატარა ოთახი კიდევ მეტად პატარავდება - მამაკაცების  ბრწყინვალე გამოგონებას ისინი დაღუპვისაკენ მიჰყავს. 

ლებენსრაუმი ბასტერ  კიტონის, მე-20 საუკუნის 20იანი წლების მსახიობისა და  და კინორეჟისორის ნამუშევრებითაა  შთაგონებული. ბასტერ კიტონი ფიზიკური კომედიისა და ფარსის  პიონერი იყო. იმ დროის კლასიკური ფილმები, როგორიც იყო ბასტერ კიტონის ნამუშევრებიც, ფორტეპიანოზე ცოცხალი შესრულების თანხლებით გადიოდა.  სპექტაკლსაც, ფილმების მსგავსად, მუსიკალურად აფორმებს რალფ მულდერი და ლეონარდ ლუსიერი „ალამო რეის ტრექ „ ჯგუფიდან.

 

გარდიანი 

ბასტერ კიტონის 20იანი წლების უხმო ფილმი „საფრთხობელა“ ორი მამაკაცის შესახებ, რომელთა ერთობას  ქალი ყოფს, ჯაკობ აჰლბომის გამორჩეული სპექტაკლის შთაგონებაა; ალამო რეის ტრექის უდარდელი და  ამავე დროს სევდიანი ცოცხალი მუსიკის თანხლებით, „ლებენსრაუმი“  თითქმის ისევე იწყება, როგორც ბასტერ  კიტონის „საფრთხობელა“, მაგრამ სპექტაკლის სათაური - მისი მინიშნებით  ტერიტორიის გაფართოების ნაცისტურ ფილოსოფიაზე - გვთავაზობს, რომ რაღაც უფრო მეტია იდენტურობის ამ ზღაპარში, გენდერული პოლიტიკისა და ფრანკენშტეინის მსგავს ექსპერიმენტში. 

მამაკაცის დომინირებას  ქალის მიზანსწრაფულობა ეწინააღმდეგება ხოლო  როდესაც კაცები ცდილობენ ქალის სრულ  დამორჩილებას, საწინაააღმდეგო ეფექტს მიიღებენ და პატარა ოთახი სრულ ქაოსში გაეხვევა. 

სპექტაკლი საკმაოდ მშვიდად იწყება და მოკრძალებულად სიურიელისტურია, მაგრამ სწრაფად იძენს  ფიზიკურ აპლომბსა და ტემპს; განსაკუთრებით სპექტაკლის ბოლოს ველური სიგიჟის სცენაში. ღრმად ნააზრევი ეს  სპექტაკლი შეშფოთების გრძნობას  ბადებს; როდესაც თეთრში შემოსილი მამაკაცები  ცდილობენ მექანიკური თოჯინის ცვლილებას, ოპერაცია  იოზეფ მენგელის ნამოქმედარს ჰგავს. 

მსახიობთა ჯგუფი გამაოგნებელია.

 

ტელეგრაფი 

აჰლბომი ტრიოს ურთიერთობას მშვენივრა აბალანსებს . ის სინაზე, რითიც მამაკაცები თავის მიერ შექმნილ ქალს უვლიან, ძალიან მომხიბლავია; მაგრამ ის, რომ მათ საერთო შექმნეს მექანიკური ქალი,  საკმაოდ  შემაშფოთებელია. სპექტაკლი თითქოს ჩარლი ჩაპლინის სკეტჩია ჰაროლდ პინტერის მიერ დაწერლი.  

სპექტაკლის გახურებას დრო სჭირდება და გარკველ სიმშვიდეში. ნელნელა სპექტაკლის ესთეტიკასა და ლოგიკას უფრო აფასებ, ვიდრე იმ მას, რაც მუცლისტკივილამდე სიცილს იწვევს. იქნებ ეს  სიგიჟეა ? 

სრული სიგიჟეა გარშემო -  კარები ცულის ტარზეა დამაგრებული, დივანი ადამიანებს ყლაპავს  ხოლო  კედლები იხსნება და ორმო ნაპრალები ჩნდება  და თავბრუ გეხვევა, როდესაც სპექტაკლის კვანძი იკვრება.

ჯაკობ აჰლბომი შვედეთში დაიბადა 1971 წელს და 90იანი წლების დასაწყისში  ნიდერანდებში გადაბარგდა. ამსტერამის ხელოვნების სკოლაში იგი პანტომიმას სწავლობდა. როგორც საუკეთესო  და ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტს  ამსტერდამის ხელოვნების სკოლაში ტოპ ნაეფის ჯილდო მიენიჭა.  ამ ჯილდოთი აღნიშნა მისი განსაკუთრებული ნიჭი ქორეოგრაფიაში,   ისევე, როგორც  მისი პოეტურობა  და უნარი მსახიობებში განსაკუთრებული ენერგია, სიმამაცე და ფიზიკური შესაძლებლობა გამოავლინოს. ჯილდოს ჟიურიმ ჯაკობ აჰლბომი შეაფსა როგორც  გამორჩეული  და  უსაზღვრო  ნიჭის მქონე არტისტი. 

არტ სკოლის დასრულების შემდეგ ჯაკობ აჰლბომი  მუშაობდა ბევრგან  როგორც რეჟისორი, მსახიობი და ქორეოგრაფი. 2000 წელს კი  საკუთარი კომპანია შემქნა - ჯაკობ აჰლბომ კომპანია.

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved