ჰერკულესი და ავგეას თავლებ

  • რეჟისორი: გიორგი ტრაპაიძე
  • თეატრი:რკინის თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი - ფრიდრიხ დიურენმატი

რეჟისორი  - გიორგი ტრაპაიძე

სცენოგრაფია - თეკო არჩვაძე, კესანე ბაბუნაშვილი, ნანა გაბელაია

კოსტიუმების მხატვარი - თეკო არჩვაძე, კესანე ბაბუნაშვილი, ნანა გაბელაია

ქორეოგრაფი - ჰიშამი ელ ბუჰმიდი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ირაკლი არეშიძე

რეჟისორის თანაშემწე - გიორგი ელიჯარაშვილი

 

მონაწილეობენ:

ჰერკულესი - ზაზა თაგოშვილი

პოლიბიოსი - თემო ფირცხალაიშვილი

დეიანირა - რუსა არაბული

ავგეა, ტანტალი - დავით ასპანიძე

ფილეოსი - ნიკა გრინევსკი

I სცენის მემანქანე - გიორგი ელიჯარაშვილი

II სცენის მემანქანე - ნიკა გრინევსკი

ჟურნალისტი - მერი ფხოველიშვილი, ნინი ცინცაძე

კონცერტმაისტერი - ნატუკა ესაკია

ქორო - ნინი ცინცაძე, ნატალია ჩარკვიანი,მარიამ კაპანაძე, ნინა კასრელაშვილი, მარიამ ნერგაძე, მაშიკო მაკალათია, კატო ექსეულიძე

 

ხანგრძლოვობა 90 წთ. ანტრაქტის გარეშე

ჟანრი : სატირული ალეგორია

მოგზაურობის შემთხვევაში -  19 ადამიანი

 

ჰერკულესი და ავგეას თავლები - სატირული ალეგორია და შემოქმედებითი კვლევაა თანამედროვე სოციალურ, პოლიტიკურ და ეთიკურ საკითხებზე, ანტიკური ბერძნული მითის პრიზმაში. ინდივიდუალურობისა და საზოგადოების, ბიუროკრატიისა და სისტემების აბსურდის, მაღალი იდეალებისა და მიწიერ რეალობას შორის დაპირისპირება — ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემებისა, რომლებიც მაყურებელს დააფიქრებს. პიესა 1952 წელს დაწერა ცნობილმა შვეიცარიელმა დრამატურგმა- ფრიდრიხ დიურენმატმა და დღემდე შემაშფოთებლად აქტუალურია.

 ასევე საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენთვის,  დიურენმატის პიესაში, ბერტოლტ ბრეხტის ლექსების ჩაქსოვა ზონგების სახით, რომელთათვისაც მუსიკა ექსკლუზიურად ასევე საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენთვის,  დიურენმატის პიესაში, ბერტოლტ ბრეხტის ლექსების ჩაქსოვა ზონგების სახით, რომელთათვისაც მუსიკა ექსკლუზიურად შეიქმნა. ბრეხტის ლექსები გამოვიყენეთ ზონგებად, რათა გაერთიანებულიყო ბრეხტის ეპიკურ თეატრთან და მისი პოლიტიკური კრიტიკით გაჯერებული ტექსტები, პიესის სატირულ შრესთან შეგვერწყა. ზონგები აძლიერებს, როგორც მაყურებლის სიუჟეტური ხაზიდან დისტანცირების ისე მსახიობების, პერსონაჟებთან მიმართებაში, გაუცხოების ეფექტს (Verfremdungseffekt), რაც ხელს უწყობს, ამბავში განვითარებული მოვლენების კრიტიკულ გააზრებას.

 

რკინის თეატრი დამოუკიდებელი თეატრია, ის  2011 წელს ცნობილმა ქართველმა თეატრის რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დააარსა.

თეატრის პირველი ნამუშევარი იყო ბერტოლტ ბრეხტის “სამგროშიანი ოპერა”-ს მიხედვით დადგმული სპექტაკლი - სულ სხვა ოპერა (რეჟისორი დავით  ანდღულაძე), ხოლო დასის ძირითად შემადგენლობას ანდღულაძის ყოფილი სტუდენტები წარმოადგენენ.

2014 წელს გაიხსნა რკინის თეატრის შენობა ჯორჯ ორუელის ფერმა-ს მიხედვით დადგმული სპექტაკლით ფერმა (რეჟისორი დავით ანდღულძე).

რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წელს, მისი გუნდი პირველად გაერთიანდა 2023 წელს, რათა თეატრი გაეცოცხლებინათ და ახალი სიცოცხლე შთაებერათ მისი სივრცისთვის.

ამჟამად თეატრის რეპერტუარში არის ორი სპექტაკლი:

Youkali. Promenade (2024, რეჟისორი გიორგიტრაპაიძე) - გასეირნება თეატრის სივრცეში. ნაწარმოები აგებულია ბერტოლტ ბრეხტის ლექსებზე, რომელიც ქართულ ენაზე ზვიად რატიანმა თარგმნა და

ჰერკულესი და ავგეას თავლები, ფრიდრიხ დიურენმატი (2025,  რეჟისორი გიორგი ტრაპაიძე}

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ტრაპაიძე

თეატრის დირექტორი - ელენე ზედგინიძე

საკონტაქტო ინფორმაცია :

https://www.facebook.com/TheIronTheatre

ელ-ფოსტა: theironteatre.contact@gmail.com

ტელ:+995558198881

© 2025 All Rights Reserved