FOLKS

  • რეჟისორი: თამარ ოხიკიანი
  • თეატრი:InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: მაკა ჩხაიძე

სცენოგრაფია : თამარ ოხიკიანი

კოსტიუმების მხატვარი: თამარ ოხიკიანი

ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე (საქართველო), უილიამ ჰ. სანჩესი (გერმანია)

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: ანი ზაქარეიშვილი

რეჟისორის თანაშემწე: მარიამ ბრეგვაძე, მერსე მეიერი

 

მონაწილეობენ: მანუელა არაგუიბელი, მარიამ ბერიკელაშვილი, ფერნანდო ბალსერა, თამარ ნავერიანი, იორგ ბესე, იაკობ გოგოტიშვილი, რიკარდა ნოეცელი, ნინა ლებეშევა, თომა ომანაძე, ხოსე მალნუელ ორთიზი, თამარ ჩხეიძე.

 

 

ხანგრძლოვობა: 1.15 წუთი, შესვენების გარეშე

ჟანრი:

მოგზაურობის შემთხვევაში: 8 ადამიანი

 

FOLKS თანამედროვე ცეკვის ინკლუზიური სპექტაკლია, რომელიც InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმის (საქართველო) და SZENE 2WEI (გერმანია) ერთობლივი, მრავალთვიანი შემოქმედებითი კვლევისა და თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

როდესაც გარშემო ქაოსი, დაძაბულობა და გაუკრვევლობაა, როდესაც შინაგანი შიშები და გარეგანი საფრთხეები დაუძლეველი ხდება, როდესაც მარტოობა და უმწეობა მუდმივად გაქცევის სურვილს აჩენს - არსებობს ადგილი, რომელიც გვიცავს და რომელსაც ვიცავთ, ადამიანები, რომლებზეც ვზრუნავთ და რომლებიც ზრუნავენ.

FOLKS ჩვენი დაცული ტერიტორიების ძიებისა და შექმნის ისტორიაა. აქ, ერთი შეხედვით უცხო, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები მოძრაობით, ბგერით, გაზიარებული ისტორიებით პოულობენ ერთმანეთს, ქმნიან საერთო, თავისუფალ, უსაფრთხო სივრცეს და ერთმანეთის გაძლიერებით, სოლიდარობით, ზრუნვით უმკლავდებიან ბუნდოვან, მუდმივად ცვალებად რეალობას.

InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და საზოგადოებაში ნაკლებად წარმოჩენილი ჯგუფების ჩართვას თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში. ჩვენი მისწრაფებაა საქართველოში თანამედროვე სახელოვნებო სექტორი გავხადოთ ხელმისაწვდომი, ინკლუზიური და თანასწორი ძლიერი სახელოვნებო თანამშრომლობებით, ცოდნის გაზიარებითა და ინკლუზიური სახელოვნებო თემის ჩამოყალიბებით. ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის თეატრი, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობისა და ტოპური განვითარების მქონე ხელოვანებს.  2022 წლიდან InForm-ის ინკლუზიური ცეკვის თეატრის ჯგუფი მაყურებელს სთავაზობს თანამედროვე ცეკვის სპექტაკლებს და საგანმანათლებლო პროგრამებს შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების მქონე ხელოვანების მონაწილეობით. სპექტაკლები სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში თუ სცენებზეა ნაჩვენები, მათ შორის სამეფო უბნის თეატრი, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი “ღია სივრცე”, მოძრაობის თეატრი. InForm ასევე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ცეკვისა და თეატრის კომპანიებთან და ხელოვანებთან, როგორციაა საშა ვალცი & სტუმრები (გერმანია), SZENE ZWEI (გერმანია), სხვ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: მაკა ჩხაიძე

თეატრის დირექტორი: მაკა ჩხაიძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 300 903/ Inform.maka@gmail.com

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved