ესპანელი მღვდელი

  • რეჟისორი: გიორგი კიკნაძე
  • თეატრი:ქალაქის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
  • თარიღი:

ავტორი - ჯონ ფლეტჩერი

რეჟისორი - გიორგი კიკნაძე

სცენოგრაფია  - ბარბარა ასლმაზი

კოსტიუმების მხატვარი - სანდრო მარგველაშვილი

ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილი

მონაწილეობენ - ონისე ონიანი, ნოდარ ძოწენიძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, კახა ჯოხაძე, ნინო აბესალაშვილი, ზუკა პაპუაშვილი,გოდვი თუდები, აკო გოგელია, თეონა ლეჟავა, ნიკა დონაძე, ალექსანდრე გორდეზიანი.

 

ხანგრძლოვობა: 140 წუთი, 2 მოქმედება

ჟანრი : კომედია

მოგზაურობის შემთხვევაში: 20 ადამიანი

 

როგორც ყველა შექსპირისდროინდელ კომედიაში ჯო ფლეთჩერის “ესპანელ მღვდელშიც” ორი სიუჟეტი პარალელურად ვითარდება, რომლებიც ბოლოს ერთმანეთს გადაკვეთენ. ორივე სიუჟეტში აქტიურად არიან

ჩართულნი კომიკური პერსონაჟები.

ესპანელი მღვდელი“ ეხება რწმენისა და ვნების დაპირისპირებას. სპექტაკლის კონცეფციაა — როგორ თრგუნავს გარესამყაროს მორალი ადამიანის შინაგან ჭიდილს და როგორ გარდაიქმნება რწმენა კონტროლის იარაღად.

 

 

ქალაქის თეატრი — სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც ჩვენი ხელებით ვაშენებთ. უკვე მესამე წელია ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც თეატრის მოყვარულებს, სტუდენტებსა და დამწყებ ხელოვანებს ექნებათ საშუალება, ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამყაროს — ნახონ კულისები, მოსამზადებელი პროცესები, შეხება ჰქონდეთ რეალურ სამუშაო გარემოსთან და თავადაც შექმნან.

ჩვენთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ სტუდენტი რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაში, კოსტიუმების შექმნაში და ზოგადად ყველა იმ დეტალში, რაც სცენაზე ცოცხლდება. გვყავს მოხალისეებიც — ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შენების პროცესში. ბევრი მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაა და ისინი ფიზიკურადაც დგანან ჩვენი სივრცის საძირკველზე.

წელს განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად — ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ოთხთვიანი გაფიცვის ფონზე — ჩვენ მაინც შევძელით და 7 პრემიერა გავმართეთ. ეს სეზონი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი სირთულით და გამოწვევები სავსე იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ საკმაოდ წარმატებული პრემიერები შედგა ჩვენს სცენაზე.

აქედან მოდის ჩვენი სახელიც — ქალაქის თეატრი -  რადგან ეს სივრცე ეკუთვნის ყველას, ვინც თვლის, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს რეალობა. ჩვენ ვაშენებთ თეატრს არა მხოლოდ კედლებისგან, არამედ ადამიანების ერთობით, შრომით და რწმენით, რომ თეატრს ყოველთვის აქვს ადგილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულია.

 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბარბარა ასლამაზი

თეატრის დირექტორი - კონსტანტინე როინიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია : 

ელ-ფოსტა:  tbilisicitytheatre@gmail.com

ტელ: + 995 511 19 29 95

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved