სიკვდილის როკვა

  • რეჟისორი: ვლად ტროიცკი
  • თეატრი:ლე პრიუ - ნორმანდიის ნაციონალური დრამატურგიის ცენტრი/დახ თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • თარიღი:
    • 26 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 27 სექტემბერი - 20:00 სთ,

ვლად ტროიცკი, დახ დოთერზ,  ტატიანა ტროიტსკა 
მუსიკალური თეატრი  

რეჟისორი: ვლად ტროიცკი, 
მუსიკალური კომპოზიცია: დახ დოთერზ, 
ფოტოგრაფი: ოლეკსანდრ კოსმაჩი,  

მონაწილეობენ: ტატიანა ტოირცკა და დახ დოთერზ;  ნატაშა ჩარპე, ნატალია ჰალანევიჩ, რუსლანა ჰაზიპოვა, სოლომია მელნიკი და ანა ნიკიტინა  

სპექტაკლის შესახებ: 
სიკვდილის როკვა არის მოულოდნელი და ამავე დროს სასწრაფო აუცილებლობა ხელოვნების საშუალებით წინ აღვუდგეთ ომის საშინელებას. უკრაინელი არტისტები ვლად ტროიცკი, ტატიანა ტროიცკა და დახ დოთერზ საფრანგეთში 2022ის მარტში ომს გამოექცნენ.  ისინი მეგობრებმა ლე პრიუ - ნორმანდიის ნაციონალური დრამატურგიის ცენტრში  შეიფარეს. მასპინძლებთან ერთად ჯგუფმა ახალი მუსიკალურ-თეატრალური  შოუ შექმნა, მუსიკალური სპექტაკლი იმ ისტორიებისა და განცდების საფუძველზე, რომელიც მათ ომმა მოუტანა.  სპექტაკლი ასევე  მოწვევაა სიყვარულისა და მშვიდობისათვის.

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე

სპექტაკლი გაიმართება ინგლისური და ქართული სუპტიტრებით

ლე პრიუ -  ნორმანდიის ნაციონალური დრამატურგიის ცენტრის მიზანია შექმნას  და გაავრცელოს ხელოვნების ნიმუშები, სპექტაკლები , ტექსტები  ნაციონალურ  და რეგიონულ დონეზე. ცენტრი ასევე ცნობილია თავისი რეზიდენციების პროგრამით.  

2015 წელს რეჟისორმა ლუსი ბერელოვიჩმა  დახ დოთერზთან ერთად იმუშავა სპექტაკლზე ა ანტიგონე. მეგობრობა გაგრძელდა , ხოლო ომის დაწებისთანაცე მან  შესთავაზა არტისტებს თავშეფსარი და მუშაობის საშუალება  ვირში, ნორმანდია. 

დახ დოთერზ არის მუსიკალურ - თეატრალური ჯგუფი რომელიც 2012 წელს კიევში ჩამოყალიბდა. ჯგუფი გაჩნდა იმ თეატრალური კომპანიის წიაღში რომელიც 10 წლით ადრე ვლად ტროიცკიმ ჩამოაყალიბა კიევში.  დახ დოთერზ  7 ქალბატონისაგან შედგება . ისინი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტითა და სხვადასხვა ენაზე ასრულებენ სიმღერებს.  ისმათი შემოქმედება  პანკ კაბარეს მემკვიდრეობის ნაწილია , მაგრამ აგრეთვე ითავსებენ რეპსა და ტრადიციული უკრაინული მუსიკის ელემენტებს.  დახ დოთერზ უკრაინული ჯგუფია , გოგონები უკრაინის გარდა საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. 

2022 წელს კიევიდან, რომელსაც რუსეთის დაპყრობის საშიშროება დაემუქრა, დახ დოთერზმა   ვლად ტროიცკისთან ერთად  მობილიზება  გაუწია  დიდ დახმარებას უკრაინის კულტურის გადასარჩენად. 

აღმასრულებელი პროდოისერი მე პრო - ნაციონალური დრამატურგიის ცენტრი ნორმანდიაში, ვირი 
საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭეიღ 
კოპროდიუსერები: ოდეონის თეატრი

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved