სიახლეები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და ბრიტანეთის საბჭო აცხადებს მიღებას წარმოდგენაში მონაწილობის მისაღებად!

11.07.2019

ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია -   თანამედროვე ქორეოგრაფიული პერფორმანსი განხორციელდება მსოფლიოში ცნობილ ქორეოგრაფიულ ორგანიზაციასთან -  ვეინ მაკგრეგორის  სტუდიასთან ერთად  კო-პროდუქციაზე მუშაობა 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. თანამედროვე ქორეოგრაფიული პერფორმანსი ღია ლოკაციისათვისაა განსაზღვრული -  ლოკაცია „რიყე“.

ჩვენ ვიწვევთ მონაწილეებს პერფორმანსისათვის. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ -  როგორც პროფესიონალმა მოცეკვავეებმა, ისე მათ, ვისაც არანაირი გამოცდილება ცეკვასა და მოძრაობაში არა აქვს. არც ასაკია ლიმიტი.

მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ენთუზიაზმი და თქვენი სურვილია საჭირო !

24 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში 13:00 საათზე ვეინ მაკგრეგორის სტუდიის  ქორეოგრაფები ჩაატარებენ ერთობლივ ვორქშოპს და პროექტის წარდგენას  მონაწილეთათვის. ვორქშოფი 2 საათი გაგრძელდება.

 

პროექტზე მუშაობა და ინტენსიური რეპეტიციები განახლდება სექტემბრის დასაწყისში.  ხოლო დასკვნითი სამუშაო განრიგი აქტიურ ფაზაში გადადის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.

 

 პროექტის პრემიერა შედგება 5 ოქტომბერს რიყეზე, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და 1 ფოტო სურათი მეილზე : tia@tbilisiinternational.com   

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 ივლისი!

 

მეტი - პროგრამის შესახებ:

ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტი არის ჩვენი ღონისძიებებისა და აქტივობების პროგრამა 2019 წლის სექტემბერიდან დეკემბრამდე და რომელიც ეძღვნება ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას.

პროგრამის მთავარი მიზანია   ახალი აუდიტორიის მოზიდვა, ჰორიზონტის გაფართოება და კულტურისა და იდეათა ნაკადის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა.

 

#UKGeorgia2019

https://www.britishcouncil.ge/programmes/arts/uk-georgia-season

https://waynemcgregor.com/