სიახლეები

ქართული სპექტაკლების პროგრამა 2019 ისთვის აპლიკაციების მიღება დასრულებულია

01.05.2019

30 აპრილს დასრულდა აპლიკაციების მიღება ქართული სპექტაკლების პროგრამა 2019 ისთვის.

სულ წარდგენილია19 სახელმწიფო თეატრის და 5 დამოუკიდებელი კომპანიის  32 სპექტაკლი, აქედან 12 პრემიერაა.
აპლიკაციები მივიღეთ როგორც საქართველოს დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან: ახალციხე, ბათუმი, გორი, თელავი, რუსთავი, ჭიათურა.

სარეკომენდაციო საბჭო რეკომენდაციას გაუწევს მათ მიერ შერჩეულ სპექტაკლებს.

პროგრამა სულ მალე გამოცხადდება.