სიახლეები

განაცხადი ქართული თეატრებისთვის!

01.03.2019

ძვირფასო მეგობრებო,
 
2019 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა 2 ოქტომბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება!

პროგამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
 -  ყველა სახელმწიფო თეატრს და დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიას
 -  ყველა სპექტაკლს, რომელიც დადგმულია 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე.
 -  ყველა სპექტაკლს, რომლის განაცხადიც წარმოდგენილი იქნება სრულად
30 აპრილამდე
 -  ასევე პრემიერებს, რომელთა ჩვენება გაიმართება ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში. (2 ოქტომბრიდან  6 ოქტომბრის ჩათვლით)
პრემიერების თაობაზე განაცხადი უნდა წარმოადგინოთ  30 აპრილამდე
 
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დამტკიცებული სარეკომენდაციო ჯგუფი რეკომენდაციას გაუწევს პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ  სპექტაკლებს.
საერთაშორისო სტუმრების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ინტერესიც დიდია  პროგრამის მიმართ!

ქართული სპექტაკლების პროგრამა - Georgian Showcase ყველაზე დიდ თეატრალურ პლატფორმას წარმოადგენს მთელს რეგიონში. წლიდან წლამდე იზრდება ქართული თეატრის პოპულარობა და აქედან გამომდინარე ინტერესიც დიდია Georgian Showcase-ის  მიმართ. 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 500-ზე მეტი იყო, წარმოდგენილი გვაქვს 350 ქართული სპექტაკლი.  ფართოვდება საერთაშორისო საგასტროლო რუკა, კოპროდუქციების რაოდენობა და ქართველი რეჟისორების დადგმები საზღვარგარეთ.
2019 წლის პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ,
დროულად მოგვაწოდოთ სრულად შევსებული აპლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:
აპლიკაციის ფორმა ქართულად
აპლიკაციის ფორმა ინგლისურად
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!!!
განაცხადის გარეშე სპექტაკლი ვერ მიიღებს ქართულ პროგრამაში მონაწილეობას!

გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმით
(E-mail საშუალებით - show-case@tbilisiinternational.com
ან CD-ზე ჩაწერილი მისამართზე: მარჯანიშვილის ქუჩა #8 ).

განაცხადი შევსებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30  აპრილი!
საკონტაქტო პირი - თამარ ლალიაშვილი
Tel: +995 574 77 11 71 
+995 322 95 35 82
E-mail: tamuna@tbilisiinternational.com  
show-case@tbilisiinternational.com
Facebook
Website
Instagram
Email