ფესტივალის მისია

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მისიაა საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში და რუკაზე; თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრებით; საუკეთესო მიღწევებით თეატრალურ სფეროში; 

ფესტივალის მიზნებია:

საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების, მუსიკალური და ხელოვნების ნიმუშების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის

თბილისის პროპაგანდა საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში და თბილისის მიმართ დაინტერესების გაზრდა

საერთაშორისო “SHOWCASE” შესაძლებლობის შექმნა ქართველი მაყურებლისათვის და პირიქით

საერთაშორისო საგრანტო და საინვესტიციო პარტნიორების მოზიდვა

კულტურული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა

მოსახლეობის კულტურული, ეკონომიკურ და საგანამანათლებლო განვითარებაში მონაწილეობა

 

ყველა ფესტივალს განსაკუთრებული ხელწერა აქვს, ატმოსფერო და პროგრამა. ამ კომპონენტებზე ბევრს ვფიქრობდით - როგორი უნდა იყოს ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვანი უნდა გახდეს თბილისისათვის, როგორი უნდა იყოს ფესტივალი, რომელიც ფესტივალების კონკრეტულ გარემოსა და რუქაზე ადგილს დაიმკვიდრებს. ამ კითხვას ალბათ წლები დასჭირდება პასუხის გასაცემად.

მაგრამ ერთი რამ ცხადია - ვფიქრობთ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კომუნიკაციის განსაკუთრებული, განსხვავებული საშუალება გახდა და სწორედ ეს იქნება მისი მთავარი დანიშნულება

ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა -  თბილისის, მისი კულტურის, მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით . ფესტივალი მერიის მიერაა დაფუძნებული. საორგანიზაციო ფორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საიდენტიფიკაციო კოდი:  205280157

ფესტივალი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. მისი პოლიტიკისა და პროგრამის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს ფესტივალის დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან ერთად.

ფესტივალის პროგრამის განხორციელებაზე მუშაობს ფესტივალის სამუშაო ჯგუფი (10 ადამიანი) და მოხალისეების გუნდი.

ყოველ წელს  ფესტივალი არა მარტო საუკეთესო და ლეგენდარული სპექტაკლებისა და პერფორმანსების წარდგენის შესაძლებლობაა, არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობა -  საკუთარ თავთან, მეგობართან, საზოგადოებასთან; კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აზრებსა და ოცნებებზე. Aამიტომაც ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილითა და  მაყურებლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით დგება.

ვფიქრობთ, ფესტივალის დანიშნულებაც საზოგადოებისა და ინდივიდის მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა ან მცდელობა მაინც უნდა იყოს, დებატების, დისკუსიის გამოწვევის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, ფესტივალის პროგრამა მთლიანობაში, ისევე როგორც თვით თეატრი, დროისა და საზოგადოების სარკე უნდა იყოს, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე.

2009 წელს ფესტივალს ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა -  ასე დაიწიყო.

2010 წელს ფესტივალს დაემატა საფესტივალო კლუბი

2011 წელს ფესტივალს დაემატა პროგრამა "NEW"

2009 წლიდან დღემდე ფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ.

2011 წელს ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა ხმის უფლებით; წევრი იმ ოჯახისა, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის წარმატებულ ისტორიას, ითვლის;  ამ პრესტიჟული ოჯახის წევრები ედინბურგისა და ავინიონის ფესტივალებია, ვენეციის ბიენალე , ისრაელის ფესტივალი, ბერლინერფესტშპილე და ასე შემდეგ.

2015 წელს ფესტივალმა დატოვა ასოციაცია საკუთარი ინიციატივით.

2017 წელს ფესტივალს მიენიჭა EFFE

 

8  წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 97 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვეცია, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, აშშ.

2009 – 2016 

საერთაშორისო პროგრამის - 147  სპექტაკლი  
ქართული სპექტაკლების პროგრამა - 245 სპექტაკლი
მაყურებელთა რაოდენობა: 35  000