ფესტივალის კლუბი

ფესტივალის კლუბი და კლუბის პროგრამა ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილია.

პირველად ფესტივალის კლუბი 2009 წელს წარვადგინეთ, საკმაოდ გაუბედავად. მაგრამ მაყურებელმა, კლუბის სტუმრებმა მეტი სითამამისკენ გვიბიძეგს და ნელ-ნელა კლუბის პროგრამა  „ წელში გაიმართა“  ფესტივალის  მეგობრებისა და საუკეთესო მუსიკოსების დახმარებით. მეტიც -  წელს ფესტივალის კლუბი „პრემიერასაც“  კი გვთავაზობს.

კლუბის ატმოსფერო ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებულია - საღამოები სპექტაკლების მერე; განსაკუთრებული საუბრები ხელოვნებაზე; თეატრზე; ემოციისგან დაცლა დისკუსიით და გაზიარებით;  ღვინის  თანხლებით და სექტემბრის განუმეორებელი ხიბლით -  შესანიშნავი დრო გელით. 

მაშ ასე -  ფესტივალის კლუბი „სტრადა“  | მისამართი: კოტე მარჯანიშვილი #5
ღვინო -  ვინივერია

 

 

 

იარეთ სპექტაკლებზე, სპექტაკლის შემდეგ შემოგვიერთდით ფესტივალის კლუბში, შეხვდით ფესტივალის მონაწილეებს, მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგენბს და საინტერესო ადამიანებს!
ერთად გავატაროთ შემოდგომის საღამოები კლუბში  - რესტორანი სტრადა"
მარჯანიშვილის თეატრის პირდაპირ

 

22:00 - 02:00 საათამდე!