თეატრები

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრია აჭარაში. თეატრის შენობა, რომელიც  ბათუმის ცენტრში მდებარეობს, 1952 წელს გაიხსნა. იგი დღემდე ითვლება ქალაქისა და რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი ანდრო ენუქიძე. რეპერტუარი ჟანრობრივად მრავალფეროვანია:  კომედია, ტრაგედია, ფანტასმაგორია, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სპექტაკლები და პერფორმანსები.

თეატრი 521 მაყურებელზეა გათვლილი. ამჟამად იქ აღდგენითი სამუშაოები (2015 -2017) მიმდინარეობს. თეატრალური დასი აგრძელებს მუშაობას და წარმოდგენებს  მართავს „ახალ სცენაზე", 85 ადგილიან დარბაზში. ამ პერიოდში თეატრალური დასი აქტიურად დადის საგასტროლო ტურებზე. ახალი თეატრი მდებარეობს მისამართზე: ბათუმი 6000, მელაშვილის ქ № 32.

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრო ენუქიძე
საკონტაქტო პირი:ანდრო ენუქიძე
ტელ: (+995) 555 366 399 ; (+995) 577 98 08 58
E-mail: batumidramatheatre@gmail.com / gabaidzemikheil@gmail.com