თეატრები

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.
2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა, ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა,   რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები. ეს არის თეატრი,რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის  დავით დოიაშვილის შემოქმედებასა და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს  შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები.
დღეს თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება  თეატრის მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფო ლილუაშვილი
ტელ: (+995) 595411511
E-mail: sofia@musictheatre.ge
sofialiluashvili@gmail.com

www.musictheatre.ge