თეატრები

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი

თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც  საქართველოს სახალხო არტისტმა –  გიორგი მიქელაძემ გადაწყვიტა  შემოეკრიბა თანამოაზრეები და ამ მნიშვნელოვან საქმეს შესჭიდებოდა.

დღეს თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლი რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, დირექტორი –  თემურ ბადრიაშვილი.

ბოლო  ხუთი წლის განმავლობაში თეატრი საკუთარი შენობის გარეშე ფუნქციონირებდა. ახლა ეს საკითხი მოგვარების ეტაპზეა და სულ მალე მაყურებელს განახლებულ შენობაში ვუმასპინძლებთ.

მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, თოჯინების თეატრი  წელიწადში საშუალოდ, 5-7 პრემიერას სთავაზობს მაყურებელს. ბოლოდროინდელი სპექტაკლებია:  „პინოქიო“, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, „წითელქუდა“, „იავნანამ რა ჰქმნა?!“

ბოლო პერიოდში ვსტუმრობდით სომხეთს, ყაზახეთს, ასევე,  ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის გაიმართა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“

დღეისათვის თოჯინების თეატრი ჩართულია მნიშვნელოვან პროექტში – შშმ პირების დასაქმება თეატრში. ამასთან დაკავშირებით თბილისის თოჯინების თეატრი საქმიანი ვიზიტით ეწვია ლონდონის ჩიქენშედის თეატრს, რომელიც მორგებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონდე ადამიანებზე. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის თოჯინების თეატრისა და ჩიქენშედს შორის თანამშრომლობის საკითხი. ამიტომაც თოჯინების თეატრის ახალი შენობა მთლიანად იქნება მორგებული შშმ პირებზე და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და ჩართული იყვნენ თეატრის ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: ელენე მაცხონაშვილი
თეატრის მმართველი: თეიმურაზ ბადრიაშვილი
საკონტაქტო პირი: თათია კვალიაშვილი
ტელ:+995599 33 87 36; +995 2 95 26 71;
E-mail: tatiakvaliashvili@gmail.com;