პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: ადგილმდებარეობა მოგვიანებით გამოცხადდება
მაგდალენა ბარილე

რას სვამს ჯენის ჯოპლინი?

როლებში: რობერტა ლიდია დე სტეფანო და ფლავია რიპა  

 

ხანგრძლივობა :60 წუთი, შესვენების გარეშე

 

 

ჰიბრიდული ნამუშევარია, იგი მუსიკასა და სიტყვებს შორის მოქცეულ ცოცხალ ეთერს ჰგავს, რომელიც ვინმე ,,მა“-ს, ბლუზის მუსიკოსი ქალის ამბავს გვიამბობს, ვინც ძალზე სავსე ცხოვრებისა და საპატიო კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, საკუთარ ცხოვრებას თავისკენ ჩაუყვეს, ძალადობითა და შეურაცხყოფებით აღსავსე წარსულს თვალი გაუსწოროს და უკან მოიტოვოს.  ბლიუზი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ ბლიუზმა, მისმა დაუმორჩილებელმა სულმა, შეიტანა მის ცხოვრებაში ზედმეტობები და ტანჯვა. მოქმედებაში მალე შემოდის ,,პი“, ნიჭიერი ინტროვერტი მუსიკოსი, რომელსაც ,,მასთან“ ერთად პირველად მოუწევს დაკვრა. ისინი მიკროფონებით ხელში აღმოჩნდებიან ერთმანეთის პირისპირ, გასაოცარი მუსიკალური ფრაზებით, ბლიუზის საუკეთესო ტრადიციებში. ,, რას სვამს ჯენის ჯოპლინი?“ ერთგვარი პატივის მიგებაა ბლიუზის ყველა დიდი მუსიკოსი ქალის, ბესი სმითისა და ჯენის ჯოპლინის, ბილი ჰოლიდეისა და ეტა ჯეიმსისადმი - ამ აბსოლუტური ,,პრიმადონებისადმი“, რომელთა დაჩრდილვა სცენაზე ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ცხოვრებაში მუდამ ბრძოლა უხდებოდათ. ბესი სმითსა და ჯენის ჯოპლინს, ისევე, როგორც ბილი ჰოლიდეისა და ეტა ჯეიმსს შორის მუდამ არსებობდა, ასე ვთქვათ, დებისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული სიახლოვის განცდა, ამ ქალებში ბევრი იყო ქარიზმა, ხიბლი, მაგრამ იყო თვითგანადგურებისაკენ სწრაფვაც.

 

პრესა:

,, ამ დადგმას ერთ ჩასუნთქვით, ამოუსთქავად ნახავთ, დაუვიწყარი მომღერალი ქალების შედევრების თანხლებით...“

  

ერიკა დი ბენარდო ჟურნალ ,,Persinsala’’-სთვის / Culture and theater criticism, 28/10/2018

 

 

,, ამ დადგმას ერთი ამოსუნთქვით ნახავთ, დაუვიწყარი მომღერალი ქალების შედევრების თანხლებით...“ იმიტირებისას დამარცხება, რაკი რეჟისორის განზრახვა ძალზე რისკიანი იყო,  მოსალოდნელი ჩანდა, მაგრამ რობერტა ლიდია დე სტეფანომ და ფლავია რიპამ საოცარი სპონტანურობითა და ბუნებრივობით მოხერხეს მაგდალენა ბარილეს დრამატურგიული სიუჟეტის ინტერპრეტირება. ,,რას სვამს ჯენის ჯოპლინი?“ უნიკალური დადგმაა გენდერული თვალსაზრისითაც.“

 

ერიკა დი ბენარდო ჟურნალ ,,Persinsala’’-სთვის / Culture and theater criticism, 28/10/2018

რომში, ,, კუარტიჩოლოს“ თეატრში ,, რას სვამს ჯენის ჯოპლინი?“ ,,ლე ბრიგოლეს“ ახალ დადგმას აჩვენებენ, მისი წინასწარი ჩვენება 8 მარტს მოეწყო. ესაა ხასიათების მძაფრი შეპირისპირება, ნამდვილი ბლიუზის, უკვდავი მუსიკის, ჩვენი ყველაზე საყვარელი სიმღერების ფონზე. ძალზე დამაჯერებლად თამაშდება საკუთარ ჯოჯოხეთში ჩახედვის მცდელობა.. რობერტა დე სტეფანო და ფლავია რიპა უნაკლონი არიან ამ მეტაფორულ როლებში, სპექტაკლი კი კონცერტსა და თეატრალურ დადგმას, ღატაკი უბნების ნაღველსა და სინათლეს შორის ბალანსირებს. მოგონებათა წინაღობების გადალახვას ერთგვარი ირონიაც ახლავს. მაგდალენა ბარილე გვთავაზობს ტექსტს, რომელსაც სცენიდან მეამბოხური ,,ამოვარდნებით“ გვიამბობენ - იგი ხან ჩნდება, ხან - უჩნარდება, მაგრამ, სამაგიეროდ, მთლიანად გავსებს მუსიკა, და ქალის  სურნელის ძლიერი, ყოვლისმომცველი ხიბლი.“

 

კიარა პალუმბო გამოცემისთვის ,,ART A PART OF CULT(URE)’’

 

 

 

,,ლე ბრუგოლე“ მილანური თეატრალური კომპანიაა. 2013 წელს, ფესტივალ ASTI TEATRO-ზე დასს   იტალიის თეატრალური პრემია ,, "Scintille" მიენიჭა. ,, ლე ბრუგოლე“ სატირულ სატელევიზიო შოუებსაც ქმნის, რაც თეატრში მაყურებლის მიზიდვასაც ემსახურება. ამჟამად დასი ქალურ თემებს იკვლევს. კომპანიის ,,ისტორიულ“ ბირთვს ქმნიან მსახიობები რობერტა ლიდია დე სტეფანო და ანაგაია მარკიორო, ავტორ ჯოვანა დონინისთან ერთად; თუმცა, კომპანია კიდევ ბევრ მსახიობთან, რეჟისორთან, ილუსტრატორსა და ოპერატორთან თანამშრომლობს.

რობერტა დილია დე სტეფანო, მსახიობი, მომღერალი და მუსიკოსი, კასტროვილარიში, კალაბრიაში დაიბადა და მილანში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი სწავლობდა პაოლა გრასის აკადემიაში და ERT - უმაღლესი განათლების კურსებზე. მსახიობი კვლევითი პროდუქციის შექმნას წერას უთავსებს. იგი თანამშრომლობს არაერთ იტალიურ და უცხოურ დასსთან ( მაგ. მარჯანიშვილის თეატრსა და მის რეჟისორ ლევან წულაძესთან). ლინო გუანჩალესა და გაბრიელა პესიონთან ერთად თეატრ  "Franco Parenti"-ში ( 2019 წლის პროდუქცია) იგი თამაშობდა ჯ. სოლარის სპექტაკლში ,, After Miss Julie” ( პატრიკ მერბერის პიესის მიხედვით). არის Arte e Salute"-ს დასის წევრი.

ფლავია რიპა, მსახიობი და საუნდ-დიზაინერი, დაიბადა კასტელანეტაში, ცხოვრობს მილანში. გალანტე გარონეს თეატრალური სკოლისა ( ბოლონია) და კინემატოგრაფიის ექსპერიმენტულ ცენტრში სწავლის შემდეგ, იგი კვლევითი პროდუქციის შექმნასა და საავტორო ტექსტების წერას მსახიობობასა და მუსიკოსობას უთავსებს. ( მაგ. სპექტაკლში GRRROSA, რომლის პრემიერა შედგა 2017 წელს ნიუ-იორკში, სენტ-ჯონის უნივერსიტეტში).

მაგდალენა ბარილე ცხოვრობს მილანში, სადაც თეატრში მუშაობს  და წერს ტექსტებს სატელევიოზიო სპექტაკლებისთვის, წერს ლექსებს ( ხშირად - სპექტაკლებისთვისაც) და არაერთ თეატრსა და ინსტიტუციასთან თანამშრომლობს, როგორც დრამატურგი და ავტორი. ასეთებია:

,,ანიმანერა“ (მილანი), Accademia degli Artefatti (რომი),

Charioteer Theater (შოტლანდია), ,,მოტუსი“ ( რიმინი), ,,ტეატრო ინ მოსტრა“ (კომო),

,, თავისუფლების ასოციაცია“ (ბოლონია). მისი ტექსტებია: ,,ერთი დღე“ (2010), Lait (2011),

Fine Famiglia (2011), Piccoli Pezzi, not very complex (2011), ,,უოჯახოდ“ (2012), ,წამყვანი“ (2013), ,, სხვა ჰამლეტი“ (2013), ,,მოდა მოკვდა“ (2015).