პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი
მდებარეობა: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
მოლიერი

ტარტიუფი

კომედია

 

რეჟისორი     ოსკარას კორშუნოვასი

კომპოზიტორი     გინტარას სოდეიკა

დიზაინერი:     ვიტაუტას ნარბუტასი

ქორეოგრაფი  ვესტა გრაბშტაიტე

ფოტოგრაფი:   დმიტრიუს მატვეიევასი

 

ხანგრძლივობა: 110 წუთი, უანტრაქტოდ 

 

 

მონაწილეობენ:

  რემიგიუს ბუჩიუსი, კიასტუტის სისენასი, ვესტა გრაბშტაიტე, დარიუს მეშკაუსკასი, ეგლე მიკულიონიტე, ეიმანტას პაკალკა, აგნეშკა რავდო, რასა სამუოლიტე, გედრიუს სავიცკასი, ნელე სავიჩენკო, იორის სოდეიკა, სალვიუს ტრეპულიუსი, ტომა ვაშკიავიჩიუტე.

 

სპექტაკლის შესახებ:

კორშუნოვასმა მოლიერის კომედია დღევანდელი დღის პერსპექტივიდან დაინახა: იგი მას  შესაბამის კულტურულ კონტექტს სძენს და დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთან ალუზიებს ჰმატებს. რეჟისორი ,,ტარტიუფიზმის“ დიაგნოზს გვისვამს, - ავადმყოფობის, რომელიც პოლიტიკის სფეროდან ვრცელდება და მაყურებლის დიდ უმეტესობას უკვე  შეჰყრია. ამგვარად, ტარტიუფის სიცრუე მხოლოდ პიესის კონტექსტში კი არ არსებობს, როდესაც იგი ორგონს ატყუებს; იგი მაშინაც თვალსაჩინოა, როცა ჩვენი მსახიობები მაყურებლთან თამაშში შედიან.  ვიტაუტას ნარბუტასის შექმნილი მწვანე ლაბირინთიც თეატრალური ქმედების სივრცეს ქმნის, რომელიც მსახიობებისა და რეჟისორის იდეას კომედიად აქცევს.

 

www.teatras.lt/en

ლიტვის  დრამის სახელმწიფო თეატრს თითქმის 80 წლის ხანგრძლივობის ტრადიცია აქვს. აქ იდგმებოდა ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო წარმოდგენები საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში, იმართებოდა ხელოვანთა დისკუსიები თანამედროვეობის შესახებ.  

2010 წლიდან მოყოლებული, დასი დიდ ყურადღებას უთმობს თეატრის სამომავლო ფორმებს და მის გახსნილობას ახალი სახელვნებო ფორმების, დისციპლინებისა და სფეროებისადმი. ამ წლების განმავლობაში, თეატრი სამუშაოდ იწვევდა როოგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ხელოვანებსა და დასებს, მათ ხედავას ჩვენს მაყურებელს აცნობდა და თანამედროვე სამყაროს შესახებ ინტენსიურ, დროდადრო - პროვოკაციულ დიალოგშიც კი რთავდა.

2018 წელს თეატრმა ახალგაზრდა და იმედისმომცემ ხელოვანთა პროგრამა აამოქმედა და  პირველი ღია მიღება გამოაცხადა. პროგრამა იარსებებს, როგორც ხორცშესხმა ჩვენი თეატრის მისიისა, იყოს ახალი თაობის ადგილობრივ თუ უცხოელ ახალგაზრდა ხელოვანთა პროფესიული განათლების ერთგვარი ჰაბი, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლიეტუვურ თეატრში სამუშაო პროცესების კიდევ უფრო მეტად ამოძრავებას შეუწყოს ხელი და საშემოსრულებლო ხელოვნების სფეროში ახალ ფენომენთა და ტენდენციათა დანერგვით ახერხებს.

 ჩვენს ნამუშევრებს მაყურებელს ქვეყნის შიდა და თუ  საერთაშორისო ტურების დროს ვუჩვენებთ,  - სხვა დანარჩენს შორის, ისეთი ფესტივალებზე, როგორებიცაა ავინიონის ფესტივალი საფრანგეთში,  ვუჩჟენის ფესტივალი ჩინეთში, კონტაქტ-ფესტივალი პოლონეთში და ასე შემდეგ.