პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 07 ოქტომბერი
მდებარეობა: ადგილმდებარეობა მოგვიანებით გამოცხადდება
იდეის ავტორები: ალექს სერანო, პაუ პალასიოსი და ფერან დორდალი

ჩიტუნა

თეატრი და კინო რეალურ დროში, პერფორმანსი, აუდიოვიზუალური სანახობა.

 

რეჟისორი:   ალექს სერანო, პაუ პალასიოსი და ფერან დორდალი

კომპოზიტორი:   როხერ კოსტა ვენდრელი

იდეის ავტორები: ალექს სერანო, პაუ პალასიოსი და ფერან დორდალი

პერფორმანსი:   ალექს სერანო, პაუ პალასიოსი და დავიდ მუნიზი

ხმის ოპერატორი:  სიმონ მილსდოხტერი

პროექტის მენეჯერი: ბარბარა ბლოინი

განათების დიზაინი და ვიდეოპროგრამირება: ალბერტო ბარბერა

ხმის დიზაინი და საუნდტრეკი: როხერ კოსტა ვენდრელი

ვიდეო: ვისენტ ვიაპლანა

მაკეტები:  სარა ლედესმა და ნურია მანზანო

კოსტიუმები: ნურია მანზანო

პროდიუსერის თანაშემწე: მარტა ბარანი

სამეცნიერო კონსულტანტი: ირენ ლაპუენტე/  La Mandarina de Newton

პროექტის მრჩეველი: ვიკტორ მოლინა

კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში: კრისტინა სოლერი

მენეჯმენტი: Art Republic

 

განსაკუთრებული მადლობა ხოსე პალაზონს ფოტორიგისთვის, რომელიც შოუშია გამოყენებული.

ხანგრძლივობა: 60 წუთი, უანტრაქტოდ.

 

როლებში:

ალექს სერანო, პაუ პალასიოსი და დავიდ მუნიზი

 

სპექტაკლის  შესახებ:

Birdie/,,ჩიტუნა“ მულტიმედია პერფორმანსია ლაივ ვიდეოჩართვებით, მაკეტებით, ჰიჩკოკის ,,ფირნველების“ ვიზუალური ციტირებით,  მცირე ზომის ცხოველის 2000ფიგურით, ომებით, კონტრაბანდითა და სამი შემსრულებლით, რომლებიც ამ შეშლილ სამყაროს გონების ძალით, კრიტიკული ხედვითა და კაცობრიობისადმი თავდადების სულისკვეთებით უმკლავდებიან.

 

აქ ორი მირაჟია: პირველში ომებია, გვალვები, ტყეების მასობრივი განადგურება, ყოფითი ნარჩენებით დაბინძურებული სანაპიროები, მძიმე სანიტარიული პირობები, იძულებითი დეპორტაციები, ბუნებაზე ძალადობა და  მისი რესურსების წაბილწვა, საკვების უკმარისობა...

 მეორეში - საკვებით გავსებული სუპერმარკეტები, უსაფრთხო ქუჩები, სტაბილური ოჯახები, საუცხოო ჯანდაცვა, პიროვნების თავისუფლება, ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა, კეთილდღეობა, ნარჩენების გადამუშავება და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება, სოციალური მობილობა.. და კიდევ ამ სამყაროს შორის მიმოფრენი ფრინველების გუნდი.

 მიგრაციის სეზონებში ათასობით ფრინველი საოცარ კონფიგურაციებს ქმნის ცაზე. მოძრაობა.. უწყვეტი მოძრაობა.. ფრინველები... და ამ ყველაფრის - პლანეტების, ასტეროიდების, გალაქტიკების, მიწის რესურსების, სისხლის, უჯრედების, იარაღის, ატომების, ელექტორნების, რეკლამის, იდეოლოგიიების მიღმა - შიში, იმედგაცრუება, იმედი, სიცოცხლე.

 არაფერია კოსმოსში მშვიდი, უძრავი. უმოძრაობა ილუზიაა. ერთადერთი, რაც არსებობს, არის მოძრაობა. თუ ელექტრონის შეჩერება შეუძლებელია, რატომ აშენებენ შემაკავებელ კედელ-ბადეებს ფრინველებისაგან თავის დასაცავად?

 

პრესა:

“… კაცობრიობის  სამ განზომილებაში, მაკეტების გამოყენებით, უნაკლოდ მოთხრობილი ამბავი.’’

 

ხუან კაროლს ოლივარესი, ,,ელ პაისი“ (ესპანეთი)

 

  2016 წლის ბარსელონის Grec ფესტივალის, Agrupación Señor Serrano-ს, Fabrique de Théâtre -ს, ბელგიის ენოს პროვინციის Service des Arts de la Scène -ს , ბარსელონის Festival TNT- Terrassa Noves Tendències -ის, ანტვერპენის Monty Kultuurfaktorij-ისა and პოლონური Festival Konfrontacje Teatralne-ს პროდუქცია.

 

დადგმა განხორციელდა ბრუსელში ესპანეთის საელჩოს კულტურის სამსახურის, კატალონიის კულტურის მთავარი დეპატრამენტის, ბრიუსელის თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, მუსიკალური ხელოვნების საერთაშორისო ნაციონალური ინსტიტუტის (INAEM - ესპანეთი) და კატალონიის რამონ ლულის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

    

მცირე ზომის ცხოველების დამზადება დაფინანსებულია Safari Ltd-ს მიერ

 

 

https://www.srserrano.com/press

2006 წელს ალექს სერანომ ბარსელონაში დააარსა თეატრალური კომპანია ,,აგრუპასიონ სენიორ სერანო“, რომლის ორიგინალური პროდუქცია ჩვენი თანამედროვეობის ამბებს ეფუძნება. საკუთარი თეატრალური სამყაროს ზღვრების გასაფართოებლად კომპანია არაერთ ინოვაციურ თუ ვინტაჟურ ტექნიკას იყენებს. შემოქმედებითი თანამშრომლობისას ,,სენიორ სერანოს“ პროდუქცია სასცენო პერფორმანსის, ტექსტის, ვიდეოარტის, საუნდის, მაკეტებისა და სასცენო თხრობის ნაზავს იყენებს, რათა თანამედროვე ადამიანის ყოფისა და გამოცდილები ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტები თვალსაჩინოდ დაგვანახოს. 2015 წლის 3 აგვისტოს ,,აგრუპასიონ სენიორ სერანო“ ვენეციის ბიენალზე ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა. ამ აღიარებასთან ერთად, კომპანია რეგულარულად იღებს  როგორც ესპანურ, ისე საერთაშორისო პრემიებსა და ჯილდოებს, აღფრთოვანებით სავსე მიმოხილვებს ისეთი მედიასაშუალებებისგან, როგორებიცაა ,,ნიუ-იორკ თაიმზი“, ,,ფოლა დე სან პაოლო,“ ,,ტიემპო არგენტინო“, ,,ელ პაისი“ და სხვა.