პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 27 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
გიუნთერ გრასი

თუნუქის დოლი

რეჟისორი ოლივერ რისი

სასცენო დიზაინი  დანიელ ვოლენცინი

კოსტიუმების დიზაინი  ლაურა კრაკი

მუსიკის ადაპტირება იორგ გოლაში

ფოტოგრაფი: ბირგიტ ჰუპფელდი

ხანგრძლივობა: 110 წუთი ( უანტრაქტოდ)

 

როლებში :

ნიკო ჰოლონიკსი (ოსკარ მაცერატი)

 

სპექტაკლის შესახებ:

ოსკარ მაცერატი ჯერ სულ ბავშვი იყო, როცა სამყარო უნივერსალურ ბოროტებად შერაცხა და უარჰყო იგი. მხოლოდ დედამისის მიერ შეპირებული თუნუქის დოლი უჩენს გადარჩენის მეტ-ნაკლებად მისაღებ პერსპექტივას: ეს მედოლის გროტესკული არსებობაა, ამბივალენტური განზრახვების ( და მათი ასეთივე შედეგების) მქონე არტისტის ბედი. თავისი ცხოვრების მესამე დაბადების დღეზე ოსკარი გადაწყვეტს, აღარ გაიზარდოს - მხოლოდ თვალი ადევნოს ცხოვრებას და დოლზე უკრას. ფაშისტური აზროვნების მომძლავრებას, ცოლ-ქმრულ ღალატსა თუ ,,პოგრომის“ ღამეს იგი მატლის პერსპექტივიდან აკვირდება და თავის კერძო ამბავს ქვეყნის, მსოფლიოს ისტორიას უკავშირებს.

 ოსკარი დამკვირვებელი, იმავდროულად კი,იმ მსოფლიო ამბების თანამონაწილე ხდება, სადაც ცივილიზაციის დაცემა თუ ჰოლოკოსტი შესაძლებელი შეიქნა. ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, გიუნტერ გრასი, მთელი თავისი ცხოვრება დანაშაულს კი არა, პასუხისმგებლობის ტვირთს გრძნობდა იმ დანაშაულებათა გამო, რომლებიც გერმანელი ხალხის სახელით იქნა ჩადენილი.

 ,, თუნუქის დოლი“ იმის მცდელობაცაა, თავის მოტყუების, ცდუნებაში ,,შეყოლის“ მექანიზმები გამოააშკარაოს და გამჭირვალე გახადოს.

პრესა:

 “ უნიკალური მსახიობი, ნიკო ჰოლონიკსი ვირტუოზულად ასრულებს ოსკარის სოლოს“ ( Berliner Zeitung)

" მრ. ჰოლონიკსს, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მარტოა ცარიელ სცენაზე,  უხილავი სამყარო უნდა აემეტყველებინა და ეს მომაჯადოებელი შესრულებით მოახერხა.‘’ (New York Times)

 

 

https://www.berliner-ensemble.de/inszenierung/die-blechtrommel

,,ბერლინერ ანსამბლი“ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე სიახლის მოყვარული და თან ,,სტაჟიანი“ თეატრია, სახელი კი ბერტოლდ ბრეხტის მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიისგან, Berliner Ensemble-ისგან ერგო.  125- წლიანი ისტორიის განამვლობაში, შიფბაუერდამზე მდებარე ეს თეატრი მუდამ სოციალურად რელევანტურ პრობლემებს ეხმაურებოდა, ხოლო 2017/18 წლების სეზონიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თეატრის მხატვრული  ხელმძღვანელი ოლივერ რიისი გახდა, დასი უფრო სრულადაც კია კონცეტრირებული თანამედროვე ტექსტებსა და თემებზე.  

ადრინდელი სამხატვრო ხელმძღვანელების, დიდი ბერტოლდ ბრეხტისა და ჰაინერ მიულერის მიერ საფუძველჩაყრილი ტრადიციით, ,,ბერლინერ ანსამბლის“ ყურადღება და რეფლექსია ჩვენი დროებისადმია მიმართული. ბერტოლდ ბრეხტი ნამუშევრების გარდა, რეპერტუარში ჭარბობს დღევანდელობის საჭირბოროტო პრობლემები და იმ ცოცხალი ავტორების ახალი პიესები, ვისაც მძაფრი პრობლემების შესახებ ფიქრი თუ განსჯა სცენაზეც ააქვს.

მუდმივად დასაქმებული მსახიობების სიმრავლის გარდა, ,,ბერლინერ ანსამბლის“ პროფილს მომგებიანად წარმოაჩენს ხანგრძლივი კოლაბორაცია ისეთ პირველხარისხოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფრანკ კასტორფი, მატეია კოლეჟნიკი, ანტუ ჟოაო რომერო ნუნესი, და მოწვეულ რეჟისორ მიხაელ თალჰაიმერთან თანამშრომლობა. თანამედროვე პროდუქციასთან ერთად, თეატრის სპექტაკლები ინოვაციური თეატრალური ფორმატითაც გამოირჩევა.

შიფბაუერდამზე მდებარე ნეობაროკოს სტილით ნაგებ შენობაში, რომელსაც 2017 წელს 125 წლისთავი შეუსრულდა, ყველაზე დიდი დარბაზი 700 მაყურებელს იტევს. 2018/19 წლების სეზონზე, ფუნდამენტური სარემონტო სამუშაოების შემდეგ, გაიხსნება დარბაზი “Neues Haus”-იც, რომელიც 200 მაყურებლისთვისაა გათვლილი, ხოლო დარბაზი Werkraum” ახალგაზრდა მსახიობებისა და ინოვაციური სახელოვნებო ფორმატისათვის განკუთვნილ სივრცედ იქცევა.