პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა)
უილიამ შექსპირი

ქარიშხალი

რეჟისორი – გიორგი თავაძე
მხატვარი – ანა კალატოზიშვილი
ქორეოგრაფი –  გია მარღანია

მუსიკალური გაფორმება დავით თავაძის
რეჟისორის თანაშემწე – ნატალია არველაძე

მონაწილეობენ:

მერაბ ბრეკაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი, დავით ხახიძე, ვამეხ ჯანგიძე, გიორგი ჯიქურიძე, არჩილ სულაქველიძე, ნიკუშა ფაიქრიძე, დავით როსტომაშვილი, პაატა კიკვაძე, გიორგი კაჭახიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ნინო ანდრიაძე

პრემიერის თარიღი: 2.02.2019
ხანგრძლივობა: 140 წუთი, ერთი შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი: 22 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:

პიესა „ქარიშხალი“ შექსპირის ბოლო პერიოდის ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება. მეტიც, დრამატურგის მკვლევართა ნაწილი მას შექსპირის უკანასკნელ პიესადაც მიიჩნევს.  ეს ავტორის ერთგვარი პოეტური თეატრალური ანდერძია, სადაც დრამატურგი გარკვეულწილად ემშვიდობება თეატრს, ხოლო პიესის მთავარი პერსონაჟი – ყველასაგან მოკვეთილი ჰერცოგი, ჯადოქარი პროსპერო ავტორის ერთგვარ ალტერ-ეგოდაც კი ითვლება. ნაწარმოების სიუჟეტი ჯადოსნურ კუნძულზე ვითარდება. მაგიის ხელოვნებით მეტისმეტად გატაცებული მილანის ჰერცოგი იძულებული ხდება მშობლიური ქალაქი დატოვოს, მას თან მცირეწლოვანი ქალიშვილი, მირანდა მიჰყავს. მამა-შვილი ჯადოსნურ კუნძულზე აღმოჩნდებიან, სადაც უჩვეულო არსებები და სულები სახლობენ. პროსპეროსა და მირანდას მრავალი წლის განმავლობაში მათ გვერდით უწევთ ცხოვრება, თუმცა ერთ დღეს ყველას ცხოვრება იცვლება.  ბედისწერის თუ მაგიის წყალობით, კუნძულის გასწვრივ გემი მიცურავს. გემზე  იტალიის დიდგვაროვნები შეკრებილან – მეფე ალონსო, მისი ძმა სებასტიანი და ვაჟი ფერდინანდი, აგრეთვე პროსპეროს მეტოქე, მილანის ჰერცოგი ანტონიო. პროსპერო ქარიშხალს გამოიწვევს, გემი იძირება, იქ მყოფნი კი ჯადოსნურ კუნძულს შეაფარებენ თავს, სადაც თითოეულ მათგანს უცნაური თავგადასავალი ელის...

90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული!  – ეს ჩვენ ვართ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით  –  ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება, ვზრდით თეატრის მომავალ მოღვაწეებს.  
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს  –3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული  და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არა უშავს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები  ტექსტის გარეშე.  არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები.  რეპერტუარი მრავალფეროვანია  – დრამა, კომედია, მუსიკალური და  ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ზღაპარი, სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრის სპექტაკლები.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი  – ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოდ? ეს მარტივია – გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge