პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 12:00 - ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი
მდებარეობა: 
მოლიერი

დონ ჟუანი

მოლიერი
დონ ჟუანი

რეჟისორი  –  სოსო ნემსაძე
მხატვარი  –   ბიძინა სიდიანი
ქორეოგრაფი  –  გია მარღანია
კომპოზიტორი   –  მიშა მდინარაძე
რეჟისორის თანაშემწე –  ნაილი იაშაგაშვილი
 

მონაწილეობენ:
ნიკა ჩხაიძე, სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია, ლუკა ციხისთავი ,ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურაბ ჯინჭარაძე, ლაშა კანკავა, არჩილ მაკალათია

 

პრემიერა შედგა:  20.12.2018
ხანგრძლივობა: 100 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი:

სპექტაკლის შესახებ:
ირეალურ სამყაროდან მოვლენილი ფსევდოგმირი, მაღალი წრის თავხედი წარმომადგენელი,  პერსონა, რომელიც ვერ მოიშორა სამყარომ, რადგან ის სულ მოთხოვნადია და საზოგადოებას მუდამ აოცებს. რატომ არ ემორჩილება საზოგადოება იმ ცვლილებას, რომელსაც დონ ჟუანი ითხოვს? სად იკვეთება მისი პიროვნული თუ ქმედითი შეცდომები? დონ ჟუანი ყველაზე დიდი ნაძირალა, ცოფიანი ძაღლი, მწვალებელი, ველური მხეცი, თუ გაიძვერა მექალთანე? ალბათ უფრო ცინიკოსი და ამპარტავანი.

1967  წელს ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფმა, რეჟისორის,  გიგა ლორთქიფანიძის მეთაურობით, სიახლის ძიების მოთხოვნილებით გადაწყვიტეს საკუთარი, განსხვავებული სიტყვა ეთქვათ თეატრალურ ხელოვნებაში.
იმავე წლის 30 ნოემბერს, გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით რუსთავში თეატრი გაიხსნა. თეატრში მუდმივად მოღვაწეობდნენ ქართული თეატრისა და კინოს საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები.

თეატრმა თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი წარმატება და ბევრი სირთულე გაიარა.

ამჟამად, რუსთავის თეატრში შემოქმედებით ცვლილებების პერიოდია. ცვლილებების, რამაც უნდა განაპირობოს თეატრის პოზიცია ქართულ თეატრალურ რუკაზე.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: სოსო ნემსაძე
საკონტაქტო პირისოსო ნემსაძე
ტელ:+995 599 420 456; +995 599 420 534
E-mail:rustavitheatre.files@gmail.com