პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 17:00 - კვირა, 06 ოქტომბერი
მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
უილიამ შექსპირი

ზაფხულის ღამის სიზმარი

უილიამ შექსპირი
ზაფხულის ღამის სიზმარი

რეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი–ავთანდილ მოდებაძე
მუსიკალური გაფორმება  კონსტანტინე ეჯიბაშვილისა და  ვახტანგ გვახარიასი
რეჟისორის თანაშემწე  –  მაკა მეტრეველი
 

მონაწილეობენ:

ვახო გვახარია, ბაჩო ჩაჩიბაია,  ანდრია ვაჭრიძე,  ჯანო ვალიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ანდრია ვაჭრიძე, კონსტანტინე ეჯიბაშვილი, გაგა არაბული, ელენე დაბრუნდაშვილი, თორნიკე კაკულია, პაატა ბაბლუანი, სოფიო ლომჯარია, ნუცა სულაბერიძე, მარიამ ბალახაძე, ლადო ვაშაკიძე, ანიკო შურღაია, გიორგი მაქაძე, ლუკა ახალაძე, ლალი გოგიძე, ლუკა გოგიბერიძე.

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  ქართული შოუქეისის ფარგლებში.


ხანგრძლივობა: 135 წუთი, 2 შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი: 28 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
ახალგაზრდა რეჟისორი  საბა ასლამაზიშვილი საკმაოდ წარმატებული დებიუტის („მარატ-სადი”) შემდეგ,   არც ახლა გაურბის ექსპერიმენტს.  ამჯერად იგი უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარს“ გვთავაზობს. რეჟისორი  ცდილობს გაარკვიოს ურთიერთკავშირი ცხადსა და სიზმარს შორის და დაადგინოს რა არის თეატრი დღევანდელი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რა არის სიყვარული 21-ე საუკუნეში და სად გადის ზღვარი მიჯნურს, პოეტსა და მთვარეულს შორის. რეჟისორი და მსახიობები საკუთარი და მაყურებლის წარმოსახვის გაღვივებით შეეცდებიან პიესაში შენიშნონ ის, „რასაც ვერასდროს ვერ მისწვდება ცივი გონება“ და „უსხეულო, არარსებულ, უფორმო საგნებს, რაიც მხოლოდღა წარმოსახვით თუ აღიქმება“ სახელი დაარქვან, ხორცი შეასხან, თავისი ადგილი მიუჩინონ და მაყურებელიც დააფიქრონ, რომ ცხოვრება, სიყვარულით გასხივოსნებული, ვნებით ანთებული და თეატრით გალამაზებული შესაძლოა ისეთივე საოცარი იყოს, როგორც ყველაზე უცნაური სიზმარი.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. 

 თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ყოველთვის არიან დაკავებულები უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური  ცენტრის სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია.

თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.