პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი
მდებარეობა: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ევრიპიდე

ჰეკაბე

ევრიპიდე
ჰეკაბე

ტრაგედია ერთ მოქმედებად

რეჟისორი და მხატვარი  –  მიხეილ ჩარკვიანი

კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე
რეჟისორის თანაშემწე –  ვახტანგ ამანათიძე
 

მონაწილეობენ:
ინგა კაკიაშვილი, გაგი შენგელია, ენდი ძიძავა, ნინი ქარჩავა, ნანცო ცხვირაშვილი, ანა ჩოგოვაძე, ნანუკა კუპატაძე, გიორგი ჩაჩანიძე, თენგო ჯავახაძე, დავით როინიშვილი, სულხან გოგოლაშვილი, დათა ბერაძე, ლუკა სვანიძე

 

 

პრემიერა შედგა9.02.2019
ხანგრძლივობა: 100 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 26 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
ტროელი ქალები  საუკეთესო ლიტერატურული  სახეა  იმ ადამიანებისა, რომლებიც არ იბრძვიან ომში, არ არიან  თავდამსხმელები. მათი ბედი ყოველთვის  კითხვის ნიშნის ქვეშაა,  გათელილია მათი უფლებები. ვხვდებით საკუთარი ბედის მომლოდინე, დილეგში, კარვებში გამოკეტილ ქალებს.

პიესა გვაჩვენებს ადამიანის, ინდივიდის დაპირისპირებას სისტემურ სიმახინჯესთან.  არ არსებობს არავითარი იარაღი, რომელიც ქალების უფლებებს დაიცავს ომის დროს. ამიტომ ისინი ომის მსხვერპლი ხდებიან.  ვხედავთ ჰეკაბეს დაპირისპირებას ელინურ სისტემასთან. ამ ქალის შვილი უნდა მოკვდს ზურგის ქარისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ამდენი შვილის  გამზრდელ  და შემედეგ  დამკარგავ დედას  ეუბნებიან, რომ ეს  სწორია,  ასეა საჭირო სახელმწიფოსთვის. განაჩენი, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე,  გამოაქვს აგამემნონს,  რომლის შვილიც სწორედ ამავე მიზეზით მოკლეს.

სამართლიანობის სახელით ჩადენილ უსამართლობას ჰეკაბე სიგიჟემდე მიჰყავს. ვხედავთ გასაოცარ მეტამორფოზას – ჰეკაბე იქცევა  ბავშვების მკვლელად და ხოცავს პოლიმესტორის   შვილებს. 

პიესა ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ იქევიან ადამიანები დამნაშავეებად, მონსტრებად  და რაოდენი დიდი წვლილი მიუძღვის ამაში  სისტემას, სახელმწიფოს. სამწუხაროდ,  დანაშაულის შემდეგ პასუხი მოეკითხება არა სისტემას, არამედ  ადამიანს.

2011 წელს ქუთაისის ლადო მესახიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრს დაარსებიდან 150 წელი შეუსრულდა.

1861 წლის 3 მარტს ქუთაისში სცენის მოყვარეების მონაწილეობით გაიმართა პირველი ისტორიული წარმოდგენა, გ. ერისთავის კომედია ,,გაყრა”, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში.

1885 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი,  ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის კოტე მესხის თაოსნობით.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი.

1928 წელს  კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისში დააარსა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით.1928-1930 წლებში, ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედთან ერთად, აქ  თავისი საუკეთესო დადგმები განახორციელა.

1941 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 96  ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი.

ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებითა და ფაქტებით. მის ტრადიციებს დღეს ღირსეულად აგრძელებს მესხიშვილელთა ახალი თაობა.

2017წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია კოტე აბაშიძე.

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: კოტე აბაშიძე
საკონტაქტო პირი: ნანა ქაჯაია
ტელ: +995 595 659 488
E-mail: nanakajaia@gmail.com

მიხეილ ჩარკვიანი

მიხეილ ჩარკვიანი _ თეატრის რეჟისორი. „ღია სივრცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი. 

მუშაობს, როგორც თეატრის რეჟისორი და თეტრის მხატვარი. სამჯერ მიღებული აქვს ჯილდო „წლის საუკეთესო რეჟისორი საქართველოში“.