პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - კვირა, 06 ოქტომბერი
მდებარეობა: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
კატარჟინა კნიჰალსკა

პოლონეთი - საქართველი 1:1

რეჟისორები – ანდრო ენუქიძე, იაცეკ გლომბი
სცენოგრაფი - მალგოჟატა ბულანდა-გლომბი
კოსტიუმების მხატვარი - მალგოჟატა ბულანდა-გლომბი
ქორეოგრაფი –  კოტე ფურცელაძე
კომპოზიტორი - ბარტოშ სტრაბუჟინსკი
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე

 

მონაწილეობენ:

მაია ცეცხლაძე, ანი ცეცხლაძე, თათია თათარაშვილი, ანო ზურაშვილი, კახა კობალაძე ზაალ გოგუაძე, ტიტე კომახიძე, დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, ოთარ ქათამაძე, კატარინა დვორაკი, ევა გალუშინსკა, მალგოჟატა პატრინი, მაგდა სკიბა, მალგოჟატა ურბანსკა, ბარტოშ ბულანდა, რაფალ ცელიუხი, ბოგდან გჟეშჩაკი, რობერტ გულაჩიკი, პაწელ პალკატი

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  ქართული შოუქეისის ფარგლებში.

ხანგრძლივობა: 80 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 40 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
ქართველები პოლონელებს თამაშობენ, ხოლო პოლონელები – ქართველებს. სპექტაკლის მიზანია გამოაშკაროს პოლონელთა ზოგადი  წარმოდგენა ქართველებზე და პირიქით. სპექტაკლი 10 სურათისაგან (ეპიზოდისაგან) შედგება. ტექსტი იბადება იმპროვიზებულად.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ბათუმის ცენტრში მდებარეობს, გაიხსნა 1952 წელს და უძველესი დრამატული თეატრია აჭარაში. თეატრი დღემდე ითვლება ქალაქისა და რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი ანდრო ენუქიძე. თეატრის წარმოდგენები მოიცავს სხვადასხვა ჟანრს: კომედიას, ტრაგედიას, ფანტასმაგორიას, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სპექტაკლებსა და პერფორმანსებს.

2015-2018 წლებში თეატრის შენობას  ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია (კაპიტალური რემონტი). თეატრს აქვს  ერთი დიდი სცენა, რომელიც გათვლილია 483 მაყურებელზე და ექსპერიმენტული  სცენა  (120 მაურებელზე), აგრეთვე ახალი სცენა (85 მაყურებელზე), რომელიც  მიმდებაარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

 

ბოლო 20 წელია ლეგნიცას მონდრჟეევსკას თეატრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული თეატრია პოლონეთში. იგი მონაწილეა პოლონეთის ყველა ფესტივალისა და აღებული აქვს პრესტიჟული პრიზები. თეატრი სპექტაკლებით მოზგაურობს საზღვარგარეთ, არა მხოლოდ ევროპაში (გერმანია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და ა. შ.), არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში (ციმბირის ჩათვლით), თურქეთსა და არგენტინაში. 2016 წელს, სკოპიეს ეროვნულ მაკედონიის თეატრთან ერთად, დადგა „შეწყვეტილი ოდისეა“, რომელიც პოლონელების და მაკედონიელების ერთობლივი ისტორიის დრამატულ მომენტებს ეხება. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ორივე ქვეყნის მთავარ სცენებზე.  მონდრჟეევსკას თეატრის ძირითადი მიზანია წარმოადგინოს „რეალური ამბები რეალურ სივრცეში“, რაც ხშირად მოიცავს თეატრისთვის უჩვეულო ადგილებს, მაგალითად, გაუქმებული ფაბრიკა-ქარხნები ან დანგრეული კინოთეატრები. სიუჟეტები ხშირად ეხება ლეგნიცას და ქვემო სილეზიას, რითიც წვლილი შეაქვს როგორც ქალაქის, ისე მთელი რეგიონის წარმოჩენის საქმეში. თეატრის რეპერტუარშია  უილიამ შექსპირის, კლასიკოსი პოლონელი და ევროპელი დრამატურგების ნაწარმოებები, ასევე სპეციალურად ლეგნიცას თეატრისთვის დაწერილ პიესებს.

ლეგნიცას მონდრჟეევსკას თეატრის ყველაზე გახმაურებული  სპექტაკლები ტელევიზიით გადაიცემოდა ქვეყნის მასშტაბით. თეატრის მსახიობები მართავენ  უამრავ კულტურულ და სოციალურ ღონისძიებას. 2007 და 2009 წლებში თეატრმა მოიწვია თეატრალური დასები უცხოეთიდან (მათ შორის აშშ-დან და საქართველოდან) და მოაწყო მიასტო/სითი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც  რეგიონის ყველაზე საინტერესო კულტურულ ღონისძიებად აღიარეს.

ლეგნიცას მონდრჟეევსკას თეატრის რეჟისორს იაცეკ გლომბს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო სასცენო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (დადგა 60-მდე წარმოდგენა), მათ შორის ევროპის მოქალაქის პრიზი, რომელიც გადაეცა ევროპარლამენტისგან (2013).  

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრების სამხატვრო  ხელმძღვანელებიანდრო ენუქიძე, იაცეკ გლომბი
საკონტაქტო პირები: ოთარ კალანდაძე, იაცეკ გლომბი
ტელ: +995 555 366 399 / +995 577 98 08 58
E-mail:batumidramatheatre@gmail.com | gabaidzemikheil@gmail.com
www.batumitheatre.ge