ფესტივალის კლუბი

ფესტივალის კლუბი და კლუბის პროგრამა ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილია.

პირველად ფესტივალის კლუბი 2009 წელს წარვადგინეთ, საკმაოდ გაუბედავად. მაგრამ მაყურებელმა, კლუბის სტუმრებმა მეტი სითამამისკენ გვიბიძეგს და ნელ-ნელა კლუბის პროგრამა  „ წელში გაიმართა“  ფესტივალის  მეგობრებისა და საუკეთესო მუსიკოსების დახმარებით. მეტიც -  წელს ფესტივალის კლუბი „პრემიერასაც“  კი გვთავაზობს.

კლუბის ატმოსფერო ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებულია - საღამოები სპექტაკლების მერე; განსაკუთრებული საუბრები ხელოვნებაზე; თეატრზე; ემოციისგან დაცლა დისკუსიით და გაზიარებით;  ღვინის  თანხლებით და სექტემბრის განუმეორებელი ხიბლით -  შესანიშნავი დრო გელით.